თბილი დღეების დადგომასთან ერთად პატარებისთვის მსუბუქი და კომფორტული სამოსის შერჩევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ცხელ სეზონზე ბავშვები დროს ძირითადად ეზოში, პარკში ან ბუნებაში ატარებენ, ამიტომ მათი ტანსაცმელი მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს თავისუფალ და ლაღ მოძრაობას. ხარისხიანი და რბილი ქსოვილისგან შეკერილი საზაფხულო სამოსი კანს სუნთქვის საშუალებას უნდა აძლევდეს, არ აღიზიანებდეს და პატარას მთელი დღის განმავლობაში სრულ სიმყუდროვეს უნარჩუნებდეს.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე აღმოაჩენ ბავშვის შორტების გამორჩეულ, მრავალფეროვან კოლექციას. ჩვენს პლატფორმაზე შევკრიბეთ ავთენტური მოდელები მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდებისგან, როგორც Levis, PUMA, KOTON, Adidas, BOSS, Orchestra და მრავალი სხვა. ხარისხიანი მასალები და სასიამოვნო ტექსტურა უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვმა კომფორტულად მოირგოს, აქტიურად იმოძრაოს და არასდროს იგრძნოს თავი შებოჭილად.

შეიძინე ტრენდული და კომფორტული საზაფხულო ბავშვის შორტები ონლაინ

ჩვენს კოლექციაში ძალიან მარტივად შეარჩევ ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის სეზონური სიტუაციისთვის შესაბამის მოდელს. ყოველდღიური აქტივობებისთვის და თამაშისთვის დააწყვილე ჯინსის შორტები და მსუბუქი ბავშვის მაისური - ეს დროით ნაცადი, მოხერხებული კომბინაციაა. მოდელები, რომლებიც ჩვენი კოლექციისთვის შევარჩიეთ უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება, რაც ნიშნავს ხშირი რეცხვის პირობებშიც შესანიშნავად ინარჩუნებს პირვანდელ ფორმასა და ფერს, ამიტომ ბავშვს თავისუფლად შეუძლია აქტიურად ირბინოს, ითამაშოს და არ შეეშინდეს შორტის დაზიანების.

თუმცა მხოლოდ შორტები ბავშვის საზაფხულო გარდერობისთვის არ კმარა. მაგალითად, შედარებით გრილი საღამოებისთვის აუცილებლად დაგჭირდება თუნდაც 1-2 თავისუფალი სტილის მსუბუქი ბავშვის შარვალი.

ზაფხულისთვის ალბათ ბავშვის ფეხსაცმლის კოლექციის განახლებაც დაგჭირდება. ისინი ხომ ასე სწრაფად იზრდებიან და ძალიან აქტიურები არიან. ჩვენთან წარმოდგენილია ბავშვის ფეხსაცმელი ყველა სეზონისთვის, ამიტომ ზაფხულის ცხელი დღეებისთვის კედებსა თუ სანდლებს ძალიან მარტივად აარჩევ. დამატებით შეარჩიე თუნდაც ერთი წყვილი წყალგაუმტარი ბავშვის საწვიმარი ბოტები - ზაფხულში ხომ წვიმამ მოულოდნელად იცის მოსვლა, თუმცა ბავშვს მაინც უნდა ხოლმე გარეთ თამაში და გუბეებში ხტუნვა.

ჩვენთვის მთავარია ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს. იმისთვის, რომ ბავშვს ტანსაცმელი მარტივად აურჩიო, თბილისის მასშტაბით დავნერგეთ ინოვაციური სერვისი “მოირგე”. თუ რამე მოგეწონა, მაგრამ არ იცი რამდენად მოირგებს შენი შვილი - შეგიძლია გამოიწერო ათამდე მოდელი უბრალოდ დასატესტად. კურიერი ადგილზე მოგიტანს შეკვეთას და ოცი წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ყველას მოირგებს და ერთად გადაწყვეტთ რა მოსწონს და რას - არ ატარებს. საბოლოოდ, შენ იხდი მხოლოდ იმ შორტების საფასურს, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი სრულიად უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას