ბოლოს განახლდა: 17.07.2020
მოგესალმებით კომპანია „დრესაპ ჯგუფი“-ის ვებ გვერდზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის www.dressup.ge - ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.
ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ შევეცდებით მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდაულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები. ონლაინ შესყიდვის დროს უახლოესი ვერსიის გაცნობა თქვენი პასუხისმგებლობაა. შეთანხმების თავში მოცემული იქნება შეთანხმების ბოლო განახლების თარიღი.
ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.
Dressup.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ამავე ვებ გვერდის www.dressup.ge საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს მომსახურება.
Dressup.ge - ის ელექტრონულ მაღაზიასთან ერთად ფუნქციონირებს რეალური მაღაზიები, სადაც მომხმარებელს ადგილზე შეუძლია შეიძინოს dressup.ge - ის ელექტრონულ საწყობში არსებული პროდუქცია.
აქედან გამომდინარე ვაჭრობა მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოში. თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ გვერდზე სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს dressup.ge - იდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.
Dressup.ge არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე, გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ dressup.ge - ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში.
იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცი მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია სისტემური შეცდომით, კომპანიას უფლება აქვს ამ შემთხვევაში უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია.
Dressup.ge - ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. თუ სხვა თქვენს მიერ არაუფლებამოსილი პირი შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს მომსახურებით იმ dressup.ge - ის ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შექმნილია თქვენს სახელზე, ჩვენ დავეყრდნობით ამ dressup.ge - ის ანგარიშს და ვივარაუდებთ, რომ ვებ-გვერდზე შეხვედით თქვენ.
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე ნებისმიერი და ყველა შესვლისათვის ან მომსახურებით სარგებლობისათვის, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი dressup.ge - ს ანგარიშის გამოყენებით.
უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი dressup.ge - ის ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.
Dressup.ge - ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard, და Amex ბარათის მეშვეობით. იხილეთ ბარათის მონაცემების შევსებით ინსტრუქცია: ლინკი
საიტიდან პროდუქციის გამოწერა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, მათშორის დღესასწაულებზე*, 24 საათის განმავლობაში.
საიტიდან პროდუქტის საყიდლად საჭიროა მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი ჩვენს საიტზე. ბარათის გადახდის შემთხვევაში მონაცემები უნდა შეიყვანოთ ბანკის გვერდზე რომელზეც გადახვალთ ონლაინ ჩანთიდან. იხილეთ ბარათის მონაცემების შევსების ინსტრუქცია: ლინკი
ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სოფლების ჩათვლით. მიტანის სერვისს ახორციელებს კომპნია TNT. შეკვეთის ჩაბარება ხდება შეკვეთაზე მითითებულ მისამართზე.
ამ ეტაპზე, აქციის ფარგლებში, ნებისმიერი პროდუქტის მიტანა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფასოა!
ონლაინ შეძენილი პროდუქტის მიტანა ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სოფლების ჩათვლით. მიტანის სერვისს ახორციელებს შპს "საინფორმაციო კომუნიკაციის სისტემები"(FedEx Georgia**). შეკვეთის ჩაბარება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.
ამ ეტაპზე, აქციის ფარგლებში, ნებისმიერი პროდუქტის მიტანა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფასოა!
მოცემული ტრანსპორტირების ვადები სავარაუდოა და დამოკიდებულია მომხმარებლის მისამართზე და შეკვეთის გაკეთების დროზე (საიტზე შეკვეთების მიღება ხდება: 24სთ/7დღე).
13:00 საათამდე გაკეთებული შეკვეთები თბილისში ჩაბარდება შემდეგ სამუშაო დღეს. შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. შაბათობით თბილისში პროდუქცია არ ბარდება.
მაგალითად:
რეგიონებში, მისამართიდან და შეკვეთის გაკეთების დროიდან გამომდინარე, პროდუქტის მოტანას შეიძლება დაჭირდეს 2-3 დღე2. შეკვეთის ჩაბარება ხდება, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე და შაბათობით 15:00 საათამდე.
II ზონის დასახლებებში პროდუქცია მოგივათ 2 დღეში.
III და IV ზონის დასახლებებში პროდუქცია მოგივათ 3 დღეში.
მაგალითად:
სოფლები იგულისხმება იგივე ზონაში რომელშიც არის შესაბამისი მუნიციპალიტეტი/რაიონის ცენტრი.
Dressup.ge - ზე შესყიდვის განხორციელების შემდგომ, მას შემდეგ რაც ჩვენ მივაწოდებთ სატრანსპორტო კომპანიას თქვენს შენაძენს, თქვენ პროფილში მითეთებულ ელ-ფოსტის მისამართზე მოგივათ იმეილი გზავნილის ნომრით. ამ ნომრით თქვენ სატრანსპორტოს საიტზე(ლინკი) შეძლებთ თქვენი გზავნილის სტატუსის შემოწმებას. ამ ნომრითვე შეგიძლიათ გაარკვიოთ თქვენი გზავნილის სტატუსი სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით.
პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი
Dressup.ge ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას თქვენ ირჩევთ გადამზიდავ კომპანიას, რომელიც ახდენს თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე, dressup.ge - ს პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე.