ხარისხიანი ღამის თეთრეული შენი ყოველდღიური სიმშვიდის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია, რადგან პატარების სათუთი და მგრძნობიარე კანი ძილის დროს მაქსიმალურად დაცულია.
იმისათვის, რომ პატარამ თავი კომფორტულად იგრძნოს და მთელი ღამე მშვიდად ეძინოს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ხარისხიანი ბავშვის ღამის თეთრეულის კოლექციას. კოლექციაში შევკრიბეთ 100%-ით ავთენტური მოდელები ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორებიცაა NAME IT, ORCHESTRA, PREMAMAN და MO Fashion.
შეიძინე უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებული ფერადი ღამის თეთრეული ბავშვისთვის ონლაინ
ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილი მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს თავისუფლებას, შეარჩიო გემოვნებიანი და კომფორტული მოდელები ყველა ასაკის ბავშვისთვის. ყველაზე პატარებისთვის შემთხვევაში, სპეციალურად ჩვილებისთვის შექმნილი ბოდე ბავშვის მშვიდი ძილისთვის იდეალური გადაწყვეტილებაა. ეს ბოდეები ეკოლოგიურად სუფთა, რბილი მასალისგან მზადდება და გარანტიაა, პატარა კომფორტულად იქნება.
შედარებით უფროსი ასაკის ბიჭებისა და გოგონებისთვის კი შევკრიბეთ უფრო ტრენდული და საინტერესო მოდელები. ამგვარი ბავშვის პიჟამოები არა მხოლოდ კომფორტის უზრუნველყოფაზეა მიმართული, არამედ მათ ესთეტიკურ მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს. ამასთან ხარისხიანი მასალებისგან შეკერილი ტანსაცმელი ტანზე იდეალურად ზის, რაც პატარას ძილის დროს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს.
ამავე კოლექციაში აღმოაჩენ სახალისო და კომფორტულ ბავშვის ხალათსაც, რომელიც დილის რუტინისთვის, აუზის შემდეგ ან უბრალოდ დასვენებისას შეუცვლელი ნივთია.
თუ ვერ გადაგიწყვეტია რომელი მოდელი ჯობს შეიძინო ბავშვისთვის, შეგიძლია ისარგებლო ჩვენი ინოვაციური „მოირგე“ სერვისით. სერვისი გაძლევს საშუალებას ტანსაცმელი სახლიდან გასვლის გარეშე მოარგო ბავშვს, იწერ 10-მდე ნივთს (სხვადასხვა ზომასა თუ მოდელს) და კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს. შემდეგ 20 წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ყველაფერს მშვიდად მოირგებს და ერთად გადაწყვეტთ, რომელ პიჟამოში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად. შენ გადაიხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რასაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.