ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რამდენად დაცულია ბავშვის სათუთი კანი. განსაკუთრებით, როცა წყალში თამაშობს.
ხარისხიანი საცურაო თეთრეული დიდწილად განსაზღვრავს რამდენად მშვიდად გრძნობს თავს მშობელი. ეს გარანტიაა, რომ პატარას შეუძლია ლაღად ითამაშოს და იცურაოს ისე, რომ მისი სათუთი და მგრძნობიარე კანი არ გაღიზიანდება.
იმისათვის, რომ შენმა შვილმა ზაფხულის არდადაგებით მაქსიმალურად ისიამოვნოს, შენ კი ამ დროს შეძლო კარგად დასვენება და ზედმეტი დარდით თავი არ დაიტვირთო, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს საცურაო თეთრეულის პრემიუმ კოლექციას, სადაც შევკრიბეთ 100%-ით ავთენტური მოდელები მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან, მათ შორის Calvin Klein, Adidas, Guess, BOSS და ა.შ.
შეიძინე ფერადი, სახალისო და გამძლე საცურაო კოსტიუმი ბავშვისთვის ონლაინ
ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილი მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს თავისუფლებას, შეარჩიო გამძლე, სწრაფად შრობადი და ამასთან სახალისო დიზაინის ფერადი მოდელები შენი პატარას ინდივიდუალური გემოვნების შესაბამისად.
გამძლე მასალით შექმნილი ბავშვის საცურაო კოსტუმები სხეულზე იდეალურად ზის, რაც პატარას წყალში თავისუფლად მოძრაობისა და თამაშის საშუალებას აძლევს. გოგონებისთვის კოლექციაში აღმოაჩენ როგორც ორნაწილიან ვარიანტებს, ისე ტრენდულ მთლიან საცურაო კოსტუმებს აქტიური დასვენებისთვის. ბიჭებისთვის კი საიტზე მარტივად შეარჩევ პრაქტიკულ საცურაო შორტებსა და ტრუსებს, რომლებიც ფორმას არ კარგავს და ხშირ რეცხვას უძლებს.
ნუ დაგავიწყდება ზაფხულისთვის დაცული ლუქის შექმნისთვის საჭირო სხვა ბავშვის აქსესუარებიც. მაგალითად, იმისთვის რომ სრულფასოვნად დაიცვა პატარას მგრძნობიარე თვალები, მცხუნვარე მზისგან დაგეხმარება ხარისხიანი ბავშვის მზის სათვალეები. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული და გამძლე ბავშვის ქუდიც, რათა მზის პირდაპირი სხივებისგან მაქსიმალურ უსაფრთხოება უზრუნველყო და შენმა შვილმა თავისუფლად შეძლოს გარეთ თამაში ისე, რომ არაფერმა შეაწუხოს.
დაათვალიერე ჩვენი ბავშვის საცურაო თეთრეულის კოლექცია, აარჩიე მოდელი შვილთან ერთად და დაგეგმე იდეალური საზაფხულო დასვენება.