ინტერიერის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სინათლის წყაროების სწორი განაწილებაა. ოთახის აღქმა, მისი მოცულობა და სიღრმე პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ნაწილდება შუქი სივრცეში. ეფექტურად შერჩეული განათება გარემოს ვიზუალურად აფართოებს და, თანაც, შენი სახლის ყველა კუთხეს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს, იმისდა მიხედვით რომელი წყაროდან მოდის.

თუ გსურს, რომ შენი სივრცე მაქსიმალურად ეფექტურად გაანათო, გაეცანი ონლაინ მაღაზია Dressup.ge განათების კოლექციას. ჩვენს კოლექციაში დაგხვდება სხვადასხვა ფორმისა და მასალისგან დამზადებული ჭერის, კედლის, მაგიდისა და დასადგამი სანათების დიდი არჩევანი ევროპული ბრენდებისგან.

შეიძინე ხარისხიანი მრავალფეროვანი სანათები ონლაინ

ოთახში სხვადასხვა ტიპის შუქის კომბინირება სივრცეს უფრო დინამიკურს ხდის. მნიშვნელოვანია იყოს როგორც ერთი ძირითადი, ძლიერი შუქის წყარო, ისე რამდენიმე ლოკალური, უფრო რბილი შუქის წყაროც.

როგორც წესი, თანამედროვე დიზაინში ძირითადი შუქის წყარო ჭერის განათებაა. ეფექტური და ძლიერი ზედა განათება სივრცეს თანაბრად და ეფექტურად ანათებს და დღეს აუცილებელი საბაზისო დეტალია. ამიტომ ბევრ დიზაინში ჭაღი არა მხოლოდ წმინდა პრაქტიკული ელემენტი, არამედ სრულფასოვანი დეკორია რომელიც ინტერიერის ტრენდულ იერში დიდ როლს თამაშობს.

ლოკალური შუქის წყაროს კარგი მაგალითი კი საწოლის გვერდით ან დერეფანში განთავსებული კედლის განათებაა. მასში, როგორც წესი, უფრო რბილი შუქის ნათურა თავსდება. ასეთი განათება სივრცეს ვიზუალურად არ ტვირთავს და თან საჭირო არეალს ზუსტად ანათებს.

ლოკალური განათების წყაროა ასევე მაგიდის სანათი, რომელიც მხოლოდ კონკრეტული მცირე მონაკვეთის განათებაზეა გათვლილი. ასეთი სანათი უფრო მყუდრო, ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის.

ხოლო თუ ოთახის უფრო მეტად გამოცოცხლება გსურს, მაგრამ ჭერის ძლიერი განათების ანთებაც არ გინდა, მაღალი ფეხის მქონე დასადგამი სანათი ნამდვილი ქამელეობია - იმისდა მიხედვით, რამდენად ძლიერ ნათურას მოათავსებ შიგნით, ის შეიძლება ძალიან ძლიერი შუქის წყაროც იყოს და სუსტი ლოკალურისაც. თუ ამ ორი ტიპის შუქის დაბალანსებას ცდილობ, თანამედროვე დიზაინის ტორშერი მძლავრი, ცივი განათების ნათურით იდეალური არჩევანია.

ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად სულ რამდენიმე წუთში შეიძინო ზუსტად იმ დანიშნულების სანათი, რომელიც შენს სივრცეს სჭირდება. დაზოგე დრო და გაამრავალფეროვნე ოთახის ვიზუალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შენაძენს ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგიტანს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორია
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფასი
ბრენდი
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას