თუ გარეთ, ბუნებაში სიარული გიყვარს და მთის რთული რელიეფის დალაშქვრა შენი ერთ-ერთი მთავარი ჰობია, მაშინ უკვე კარგად იცი, რომ ხარისხიანი აღჭურვილობა აუცილებელია. რთულ რელიეფზე გადაადგილებისას წვრილმანი დეტალებიც თითქმის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ძირითადი ინვენტარი. მთაში რამდენად უსაფრთხოდ იმოძრავებ დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად დაგეგმავ წინასწარ ექსპედიციის ყველა დეტალს.
მცირე სამთო აქსესუარები სწორედ ის დეტალებია, რომელიც პირდაპირ აგებს პასუხს შენს უსაფრთხოებაზე. კარგად შერჩეული აღჭურვილობა ნებისმიერ თავგადასავალს ბევრად სასიამოვნოს ხდის. ონლაინ მაღაზია Dressup.ge ალპინიზმისა და კლდეზე ცოცვის მოყვარულებს სთავაზობს ხარისხიანი სამთო აქსესუარების კოლექციას. თითოეული ნივთი სრულად აკმაყოფილებს ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და ზუსტად იმისთვის შეიქმნა, რომ ექსტრემალურ პირობებში სრული თავისუფლება იგრძნო და გზა შეუფერხებლად გააგრძელო.
შეიძინე უმაღლესი ხარისხის სანდო სამთო აქსესუარები ონლაინ
ალპინისტური ინვენტარი სიმტკიცით უნდა გამოირჩეოდეს. მთაში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებლად დაგჭირდება გამძლე და მაღალი ხარისხის სპორტული აქსესუარები. მთაში სიარულს საფუძვლიანად უნდა მიუდგე და დარწმუნდე, რომ გაქვს გამძლე, სტაბილური, მაღალი ხარისხის მასალებისგან შექმნილი უსაფრთხოების კარაბინები და სპორტული ხელთათმანები მძლავრი მოკიდების ფუნქციით. მაღალი ხარისხის კარაბინები პირდაპირ განსაზღვრავს რამდენად უსაფრთხო იქნება შენთვის კლდეზე აცოცება, სპეციალური ხელთათმანებით კი სიცივეში ან სიცხეში მოჭიდება უფრო სტაბილური და საიმედოა.
თუ დიდთოვლობის პერიოდში სტუმრობ მთას, ისიც არ დაგავიწყდეს რომ მხედველობის დამატებით დაცვა დაგჭირდება. თოვლის საფარი მზის სხივებს განსაკუთრებით ნათლად ირეკლავს და შიშველი თვალისთვის ხშირად აუტანელიცაა. ამიტომ მთაში საჭიროა სპეციალური სპორტული სათვალე, რომელიც კაშკაშა ანარეკლს არბილებს და თვალებს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.
მთის მკაცრ კლიმატთან და ძლიერ ქართან გასამკლავებლად წელიწადის ნებისმიერ დროს (თბილი სეზონის ჩათვლით) დაგჭირდება წყალგაუმტარი სპორტული ქურთუკი, რომელიც სხეულის ტემპერატურას არეგულირებს. რთულ რელიეფზე სასიარულოდ კი ყველაზე მნიშვნელოვანია შეარჩიო მყარი და გამძლე სალაშქრო ფეხსაცმელი. ასეთი ფეხსაცმელი ტერფს და კოჭს სწორად აფიქსირებს და სველ ზედაპირზეც კარგი მოჭიდება აქვს, რაც დაცურების საფრთხეს ამცირებს.
ონლაინ შოპინგი Dressup.ge-ზე მარტივი და კომფორტულია. მოქნილი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში აღმოაჩინო ის სამთო აქსესუარები, რომელიც შემდეგი ექსპედიციისთვის გჭირდება. ჩვენი კურიერი კი იზრუნებს იმაზე, რომ შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში მიიღო.