ბავშვის ცხოვრების პირველი წლები სავსეა ახალი აღმოჩენებით. ალბათ, უკვე შეამჩნიე, რომ პატარებისთვის თამაში უბრალო გართობა არ არის - ეს სამყაროს შეცნობის, ახალი უნარების ათვისებისა და განვითარების მთავარი გზაა. სწორედ ამიტომ, ჩვილების განმავითარებელი სათამაშოები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეირჩეს.
ჩვენს კატეგორიაში თავი მოვუყარეთ უსაფრთხო, ფერად და საგანმანათლებლო პროდუქტებს ისეთი სანდო ბრენდებისგან, როგორებიცაა Premaman და Ludi. აქ დაგხვდება ყველაფერი, რაც შენი პატარას სხვადასხვა ეტაპზე დაეხმარება.
ჩვილის სათამაშოები, რომლებიც მოტორიკისა და ლოგიკას განვითარებს
პატარა ხელებისთვის იდეალურია Premaman-ის ხის ასაწყობი კუბები, პირამიდები და ფორმების შესასწავლი ნაკრებები. ეს ნივთები ბავშვს ეხმარება ფერების, ფორმების აღქმასა და მოძრაობის კოორდინაციაში.
პირველი თვეებიდანვე, სამყაროს შესასწავლად ფერადი ჟღარუნები, დასაჭერად მოსახერხებელი რეზინის სათამაშოები, Ludi-ს სენსორული ბურთები და მუსიკალური ნაკრებები შეუცვლელია. ისინი სმენის, მხედველობისა და შეხების რეფლექსების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
როცა მოძრაობისა და პირველი ნაბიჯების დრო დგება, ცხოველების ფაზლები, სათამაშო ურიკები (ე.წ. ვოქერები) და Ludi-ს სახტუნაო სათამაშოები პროცესს ბევრად სახალისოსა და უსაფრთხოს ხდის.
სათმაშოები ჩვილებისთვის და იდეები საუკეთესო საჩუქრისთვის
თუ ახალშობილისთვის საჩუქარს ეძებ, ეს კატეგორია ნამდვილი აღმოჩენაა. თუმცა, განმავითარებელი ნივთების გარდა, ჩვენს პლატფორმაზე სხვა სათამაშოებიც მრავლად დაგხვდება. მაგალითად, ძილის წინ სიმშვიდისა და მყუდრო გარემოს შესაქმნელად იდეალურია რბილი სათამაშოები, რომლებიც პატარას პირველი განუყრელი მეგობრები ხდებიან. საჩუქრის სრულყოფისთვის კი შეგიძლია სასიამოვნო ქსოვილის, პრაქტიკული და ლამაზი ჩვილის ტანსაცმელი შეურჩიო.
აღარ გჭირდება საყიდლებზე საათობით სიარული. შეარჩიე შენი პატარასთვის საუკეთესო პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად - ონლაინ მაღაზია Dressup.ge გაძლევს საშუალებას, მიიღო უმაღლესი ხარისხი და დაზოგო ძვირფასი დრო, რომელსაც შენს შვილთან ერთად, ხალისიან თამაშში გაატარებ.