თამაში ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის სწორედ თამაშით შეიცნობს გარემომცველ სამყაროს და ითვისებს ახალ, სასარგებლო უნარებს. ხარისხიანი სათამაშოები კი ბავშვის ფიზიკურ თუ მენტალურ პროგრესს საგრძნობლად უწყობს ხელს. სათამაშოები, რომლებიც მას ახალისებს და ამავდროულად ახალი უნარების განვითარებაში ეხმარება, მშობლის შეუცვლელი დამხმარე ატრიბუტია.
სათამაშოების არჩევისას მთავარი წინაპირობაა მასალების ხარისხი, რადგან სწორედ მათზეა პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დამოკიდებული. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სათამაშოების მრავალფეროვან და გამორჩეულ კოლექციას სთავაზობს ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისგან: PREMAMAN, ORCHESTRA, LÄTT LIV, Fisher Price და Hot Wheels. ეს ბრენდები უკვე წლებია ინარჩუნებენ მაღალ რეპუტაციას, რადგან მომხმარებელმა იცის, რომ უმაღლესი სტანდარტების დაცვა მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია.
შეიძინე სათამაშოები ონლაინ
კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ ყველა მშობელმა შეძლოს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ბავშვზე მორგებული გემოვნებიანი და უსაფრთხო სათამაშოების არჩევა.
სამყაროს უკეთ აღქმისა და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო არჩევანია ნაირნაირი შემეცნებითი სათამაშოები. განმავითარებელი სათამაშოები მას კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებასა და დამოუკიდებლად აზროვნებაში ეხმარება. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დროის მხიარულად გასატარებლად კი პლატფორმაზე ხელმისაწვდომია საინტერესო სამაგიდო თამაშების არჩევანი.
ყველაზე პატარებისთვის გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა რბილი სათამაშოები, რომლებიც მათთვის მშვიდ და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ადრეულ ასაკში მოტორული უნარების დასახვეწად სპეციალურად იქმნება თამაშები ჩვილებისთვის, რომელთა სწორი გამოყენება მნიშვნელოვნად ეხმარება მათ პირველი დამოუკიდებელი უნარების განვითარებაში.
აქტიური, მოძრაობის მოყვარული ბავშვებისთვის იდეალური ვარიანტია გამძლე ეზოს სათამაშოები - კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია და გათვლილია ენერგიული პატარების ინდივიდუალურ ინტერესებს მოერგოს. ეს სათამაშოები თან ვიზუალურად მიმზიდველია და, თან, ბავშვის შემოქმედებითი ფანტაზიის განვითარებისკენ უბიძგებს.
ხარისხიანი და საინტერესო სათამაშოები ბავშვის ყოველდღიურობას შემეცნებით და სასიამოვნო თავგადასავლად აქცევს.