იმისთვის, რომ ყოველდღიური თავგადასავლებისას პატარებს დისკომფორტი არ შეექმნათ, საჭიროა მოხერხებული, გამძლე და ხარისხიანი გარდერობი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ თავისუფლად იმოძრაონ. თბილი სეზონებისთვის გარდერობის განახლებისას, აუცილებელია ავარჩიოთ მაღალი ხარისხის ქსოვილებისგან დამზადებული მაისურები, რათა ბავშვი მაქსიმალურად კომფორტულად იყოს.  

მაისურის არჩევისას მთავარია, რომ ქსოვილი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, რბილი, უსაფრთხო და აძლევდეს ბავშვს ლაღად მოძრაობის საშუალებას მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ძალიან აქტიურია. ორგანული და ხარისხიანი მასალები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სიცხეში, რადგან კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და იცავს პატარებს ზედმეტი ოფლიანობისა და გაღიზიანებებისგან. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს მაისურებისა და ტოპების პრემიუმ კოლექციას, სადაც აღმოაჩენ 100 პროცენტით ავთენტურ მოდელებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან ისეთი, როგორებიცაა Adidas, Levis, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Lacoste და მრავალი სხვა.

შეიძინე უმაღლესი ხარისხის, კომფორტული და გემოვნებიანი ბავშვის მაისურები ონლაინ

ჩვენს კოლექციაში მარტივად შეარჩევ საუკეთესო ვარიანტს ნებისმიერი შემთხვევისთვის. ასორტიმენტი გათვლილია ყველა მშობელს მისცეს საშუალება, შექმნას შვილის გემოვნებაზე მორგებული იდეალური გარდერობი, ასაკის მიუხედავად - პლატფორმაზე გვაქვს მაისურები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ეს სამოსი ისეა შეკერილი, რომ ხშირი რეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ ფორმასა და ფერს.

ხარისხიანი ბავშვის ტანსაცმელი გაძლევს საშუალებას, პატარას ინდივიდუალური გემოვნება ხაზგასმით წარმოაჩინო. გჭირდება, მაგალითად, ბამბის მაისური ყოველდღიურად სკოლაში სატარებლად? ან იქნებ ეძებ კლასიკურ თეთრ მაისურს ბავშვისთვის რომელიც კარგად ეხამება როგორც ჯინსებს, ისე ფერად შორტებსა თუ ქვედაბოლოებს, მაგრამ ხშირ რეცხვაში არ უნდა გაიცრიცოს? ან იქნებ პრაქტიკული და უნივერსალური შავი მაისური გჭირდება ყოველდღიური თუ უფრო ელეგანტური ლუქის ასაწყობად? ჩვენი კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ ყველა ამ მოთხოვნილობის დაკმაყოფილება მარტივად შეძლო, იმის მიუხედავად შენი შვილი ახლა მიდის სკოლაში თუ უკვე მალე ამთავრებს. მაისურების არჩევანი ისეთ ვარიანტებსაც მოიცავს, რომელიც სახლშიც შეუძლია ატაროს ან, განსაკუთრებით ცხელი ღამეებისას მშვიდი ძილისთვის, ბავშვის პიჟამოც კი ჩაანაცვლოს.

იმისთვის კი, რომ მაქსიმალურად გემოვნებიანად გამოიყურებოდეს, ზედასთან ერთად მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიო შესაბამისი ბავშვის ფეხსაცმელი, რომელიც თან მაქსიმალურად კომფორტული იქნება და თავისუფლად მოძრაობის საშუალებას მისცემს.

ჩვენ ვიცით რომ ონლაინ ბავშვისთვის შოპინგი უფრო რთულია ვიდრე ფიზიკურ მაღაზიებში, ამიტომ დავნერგეთ ინოვაციური სერვისი “მოირგე”. ეს გაძლევს საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად ნახო როგორ ერგება შენს პატარას არჩეული მაისურები და რამდენად ატარებს. გამოიწერე ათამდე მოდელი თბილისის მასშტაბით. კურიერი მოგიტანს ნივთებს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ნახავს რომლები ერგება ყველაზე უკეთ. შენ იხდი მხოლოდ იმ მაისურების საფასურს, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
კატეგორია
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას