რა არის Collab X Dressup.ge?

Collab X Dressup.ge არის პროექტი, რომელიც აერთიანებს Dressup.ge-ს მრავალფეროვან კატეგორიებსა და კრეატიულ კონტენტს. პროექტი თანამშრომლობის შესაძლებლობას სთავაზობს დამწყებ ან გამოცდილ კონტენტ კრეატორებს - მათ უნდა შექმნან ვიდეო ან ფოტო კონტენტი Dressup.ge-ს წამყვანი ბრენდების პროდუქტებით, რომლებსაც თავიანთ აუდიტორიას საკუთარ სოციალურ ქსელებშივე გაუზიარებენ. 

ვის შეუძლია გახდეს Dressup.ge-ს კრეატორი?

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კრეატორს, ვისთვისაც მოდა და Lifestyle ტიპის კონტენტი თვითგამოხატვის მთავარი გზაა. Dressup.ge-ს მოდის მიმართულება მოიცავს ყოველდღიურ თუ სადღესასწაულო სტილს, სპორტულ და სალაშქრო-სათხილამურო ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებს. ბრენდი ასევე მოიცავს DressupHome-ის მიმართულებას, რომელიც სახლის კატეგორიის ნივთებს აერთიანებს. თუ ფიქრობ, რომ აქ ჩამოთვლილი რომელიმე მიმართულება გაინტერესებს და შეძლებ საინტერესო თემატური კონტენტის შექმნას, გამოაგზავნე განაცხადი.

ჩვენ ვეძებთ კრეატორს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია:

  1. მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა;
  2. დინამიკური და საინტერესო ვიდეო მონტაჟი (Reels, TikTok);
  3. პროდუქტის უპირატესობების კრეატიულად წარმოჩენა;
  4. ინდივიდუალური საკომუნიკაციო სტილის შექმნა;

არის თუ არა მინიმალური შეზღუდვა გამომწერების რაოდენობაზე? 

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დამწყებ ან გამოცდილ კრეატორს - უპირატესობა მიენიჭება კრეატიულობას, აუდიტორიასთან ურთიერთობისა და კონტენტის ხარისხს. 

როგორ უნდა ჩავერთო Collab X Dressup.ge პროგრამაში?

კრეატორთა ბაზაში მოხვედრა მარტივია: შეავსე საიტზე არსებული ფორმა, რომელშიც უნდა მიუთითო: სახელი და გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და სოციალური არხების ბმულები. გახსოვდეს, რომ შენი პროფილები აუცილებლად ღია უნდა იყოს, რათა დავინახოთ შენი ხედვა.

როდემდე შემიძლია განცხადების გამოგზავნა?

განაცხადის მიღება იწყება 25 მარტიდან და გაგრძელდება 25 აპრილის ჩათვლით

როგორი არის შერჩევის პროცესი?

შემოსული განაცხადები განიხილება ინდივიდუალურად, შერჩეულ კანდიდატებს კი დავუკავშირდებით 10-14 სამუშაო დღის განმავლობაში

როგორია თანამშრომლობის პირობები?

პროექტი Collab X Dressup.ge გრძელვადიანია. შერჩეული კრეატორები მოხვდებიან ჩვენს კრეატორთა ბაზაში და მიიღებენ შეთავაზებებს სხვადასხვა სეზონური კამპანიის, თუ სპეციალური პროექტის ფარგლებში. 

საავტორო უფლებები

თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი კონტენტის გამოყენების უფლება რჩება როგორც კრეატორს, ისე Dressup.ge-ს (ბრენდის არხებზე განთავსების მიზნით).

მონაცემთა დაცვა

თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში კომუნიკაციისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

ანაზღაურება 

პროექტი ითვალისწინებს ბარტერულ თანამშრომლობას.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას