ბავშვის კომფორტში ყველაზე დიდ როლს სწორედ ის დეტალები თამაშობენ, რომლებსაც ხშირად ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. წინდა თუ კოლგოტი ხშირად მხოლოდ უშუალოდ ჩაცმის წინ გვახსენდება, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში პასუხისმგებელია რამდენად კომფორტულად იმოძრავებს ბავშვი. ხარისხიანი მასალებისგან დამზადებული წინდები შენი გარანტიაა, რომ შენი პატარების სათუთი კანი მაქსიმალურად დაცულია.
იმისათვის, რომ პატარამ თავი ლაღად იგრძნოს და თავისუფლად იმოძრაოს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ბავშვის წინდებისა და კოლგოტების დიდ კოლექციას ყველა ასაკის ბავშვისთვის. ჩვენს პლატფორმაზე აღმოაჩენ 100%-ით ავთენტურ მოდელებს ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორებიცაა Nike, Orchestra, FALKE და Happy Socks.
შეიძინე უმაღლესი ხარისხის მასალების ბავშვის წინდა და კოლგოტი ონლაინ
ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილი მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს თავისუფლებას, ბავშვის ასაკის მიუხედავად შეარჩიო გემოვნებიანი და კომფორტული მოდელები. ყველაზე პატარებისთვის გვაქვს სპეციალური ჩვილის წინდები, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა, რბილი მასალით (მათ შორის ორგანული ბამბით), რითაც ბავშვი მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.
მოზარდი ბიჭებისა და გოგონებისთვის კი გვაქვს პრაქტიკული და გამძლე მოდელები ყველა სიტუაციისთვის. ხარისხიანი ბავშვის წინდა — იქნება დაბალყელიანი, მაღალყელიანი თუ უხილავი დიზაინის — ფეხზე იდეალურად ზის, არ აქვს მნიშვნელობა შვილს უბრალოდ სკოლაში უშვებ თუ სავარჯიშოდ მიდის. თუ შენი შვილი სპორტით აქიურადაა დაკავებული, საკმაოდ პრაქტიკული ალტერნატივაა წინდების კომპლექტის შეძენა. აარჩიე მოდელი რომელიც გამძლე მასალებისგანაა დამზადებული და ხშირ რეცხვას კარგად უძლებს, რათა ბავშვს დიდხანს ემსახუროს. უფრო ცივ სეზონზე კი ბავშვის კოლგოტი შეუცვლელი ნივთია.
წინდების თუ კოლგოტის შეძენისას მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ბავშვის ყოველდღიურ კომფორტისთვის შესაბამისი ხარისხის ბავშვის ტანსაცმელი და სწორად შერჩეული ბავშვის ფეხსაცმელი არანაკლებ მნიშვნელოვანია. დრესაპის პლატფორმაზე შოპინგი საუკეთესო საშუალებაა, შვილთან ერთად შეარჩიო შესაბამისი მოდელები - ასე შენც დარწმუნებული ხარ, რომ მაღალი ხარისხის ნივთებით ავსებ ბავშვის გარდერობს და, თან, მისი ინდივიდუალური სტილის ფორმირებასა და ჯანსაღ განვითარებასაც უდებ საფუძველს.