საკურიერო სერვისები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აქციის დღეებში მიწოდების ყველა მეთოდი შესაძლოა დროებით არ იყოს აქტიური. შეკვეთის გაფორმებისას, სისტემა ჩამონათვალში გაჩვენებთ მხოლოდ იმ საკურიერო სერვისებს, რომლებიც კონკრეტულ მომენტშია ხელმისაწვდომი.
აქციის პერიოდში, შესაძლებელია, მიწოდების ვადები გაიზარდოს. შესაბამისი ინფორმაცია მითითებული იქნება მიწოდების იმ მეთოდთან, რომელსაც პროდუქციის შეძენის დროს აირჩევთ.

ამ დროისთვის ხელმისაწვდომია მიწოდების 5 მეთოდი:

1. სტანდარტული მიტანის სერვისი

სტანდარტული მიწოდების შემთხვევაში, თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხდება 1-3 კალენდარულ დღეში, ხოლო რეგიონებში მიწოდების ვადები განისაზღვრება 2-5 სამუშაო დღით. სერვისი უფასოა.

სტანდარტილი მიწოდების სერვისი, დროის შერჩევით:

  1. მეორე დღეს მიწოდება, შერჩეული დროის ინტერვალში, 5.95₾
  2. მესამე დღეს მიწოდება, შერჩეული დროის ინტერვალში, 3.95₾
  3. მეოთხე დღეს მიწოდება, შერჩეული დროის ინტერვალში, 1.95₾

2. სწრაფი მიტანა

სწრაფი მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ერთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში. სასურველ ნივთს მიიღებთ შეძენიდან მაქსიმუმ 3 საათში. ღირებულება შეადგენს 19.95₾.

3. სწრაფი მიტანა, ონლაინ ექსკლუზივი

სწრაფი მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მასშტაბით, მხოლოდ ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიიდან, ულიმიტო რაოდენობის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში. სასურველ ნივთებს მიიღებთ შეძენიდან მაქსიმუმ 3 საათში. ღირებულება შეადგენს 19.95₾.

4. მოირგე

„მოირგე“ სერვისით, შეგიძლიათ საიტზე შეარჩიოთ მაქსიმუმ 10 ნივთი, გააფორმოთ შეკვეთა და წინასწარ გადაიხადოთ მხოლოდ ტრანსპორტირების საფასური. კურიერი მოგაწვდით შერჩეულ პროდუქციას, დაგელოდებათ 20 წუთის განმავლობაში, რათა მოირგოთ თქვენთვის სასურველი მოდელები და ადგილზე გადაიხადოთ მხოლოდ შერჩეული პროდუქციის ღირებულება, ტერმინალის დახმარებით.

სერვისი მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
„მოირგე“ სტანდარტული, 1-3 კალენდარულ დღეში, 6.95₾
„მოირგე“ შერჩეული დროით და ინტერვალით, 9.95₾

G-Star RAW სტანდარტული მიტანის სერვისი
G-Star RAW-ის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, შეკვეთის მოწოდება მოხდება 4-8 სამუშაო დღის განმავლობაში.

მაღაზიიდან გატანა
მაღაზიიდან გატანის არჩევის შემთხვევაში, 2-4 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღებთ SMS შეტყობინებას, რის შემდეგაც შეკვეთის გატანას შეძლებთ თქვენ მიერ შერჩეული ობიექტიდან.

სერვის ცენტრის მისამართები:
JEANS GALLERY პეკინის გამზირი #14ა
JEANS GALLERY ს/ც „ქარვასლა“, ც. დადიანის ქ. #7
JEANS GALLERY ს/ც „სითი მოლი გლდანი“, ხიზაბავრის #1
JEANS GALLERY ს/ც „მერანი“, რუსთაველის გამზ. 42
FACTORY ს/ც „თბილისი მოლი“, მე-2 სართული, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ
VERO MODA ს/ც „ისთ ფოინთი“, თვალჭრელიძის ქ. #2
JEANS GALLERY ქალაქი რუსთავი, ს/ც „რუსთავი მოლი“

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას