არაფერი გაუსვამს შენს გემოვნებას ხაზს ისე ეფექტურად, როგორც მცირე აქსესუარები, რომლითაც ყოველდღიურ ლუქს ასრულებ. სწორად შერჩეული დამატებითი დეტალები ერთის მხრივ სამოსს “კრავს” და ჩვეულებრივ მაისურისა და ჯინსის კომბოს გამორჩეულ, ინდივიდუალურ იერს ანიჭებს. მეორეს მხრივ კი ლამაზი აქსეუსარები თავად მფლობელის განწყობაზეც დადებითად მოქმედებს. როდესაც თავად მოგწონს როგორ გამოიყურები, ყველა სიტუაციაში უფრო თავდაჯერებული ხარ გარშემომყოფების ყურადღებასაც მეტად იპყრობ.
მათთვის, ვინც ყოველთვის ცდილობს განსხვავებულად გამოიყურებოდეს და აქსესუარების კოლექციას რაც შეიძლება მეტი ორიგინალურობა შემატოს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე შევქმენით განსაკუთრებული მოდელების ექსკლუზიური კოლექცია. აქ წარმოდგენილია აქსესუარები მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდებისგან, როგორც Jacquemus, Fjällräven, Adidas, Desigual, Gant და ა.შ. რომლებსაც ვერ შეიძენ ფიზიკურ მაღაზიებში.
აღამოაჩინე განსაკუთრებული ქალის აქსესუარები ონლაინ
კოლექცია ისე დავაკომპლექტეთ, რომ აქსესუარები თავისუფლად მოერგოს ყველა ტიპისა და გემოვნების ქალის განსხვავებულ ესთეტიკას. მაგალითად, თუ შენთვის აქსესუარებში მთავარი მინიმიალისტური სტილი და პრაქტიკულობაა, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებს ჩვენი ნეიტრალური ფერების, ტევადი ქალის ჩანთების არჩევანი, ხოლო მათთვის კი, ვინც, პირიქით, მაქსიმალიზმსა და ხასხასა ფერებს ანიჭებს უპირატესობას, უფრო მყვირალა და ორიგინალური დიზაინებიც შეირჩევა.
მზიან ამინდებში თვალის დასაცავად მზის სათვალე აუცილებელი ატრიბუტია. ჩვენს კოლექციაში გვაქვს როგორც კლასიკური, მინიმალისტური “კატის თვალი”, ისე ტრენდული ფართო მოდელები, რომელიც მთელ სახეს ფარავს, და საშუალო ზომის მოდელებიც, რომლებიც იდეალურად იცავს ბალანსს. ზაფხულის თაკარა მზისგან თუ ზამთრის სუსხისგან თავის დასაცავად ასევე დაგჭირდება შენი სტილის შესაბამისი ქალის ქუდიც - კოლექციაში გვაქვს როგორც კლასიკური კეპები, ისე მხიარული პანამები და ნაქსოვი “ბინი”, რომლებიც შეგიძლია მზის სათვალეს შეუხამო მაქსიმალურად ჰარმონიული ლუქისთვის.
ყველაზე მინიმალისტი ქალიც კი ინდივიდუალური სტილის ხაზგასასმელად თითქმის ყოველთვის უმატებს ლუქს ერთ-ორ სამკაულს, იქნება ეს ბეჭედი თუ სადა ძეწკვი. თუ ამგვარი სამკაულები გიზიდავს, ჩვენს კოლექციაში აუცილებლად აღმოაჩენ ისეთ ნივთებს, რომელიც შენს სტილში ჯდება. ხოლო უფრო მაქსიმალისტური სტილის მოყვარულებისთვის კი გვაქვს თამამი, ორიგინალური ფორმის სამკაულების არჩევანიც.
იმისთვის, რომ ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, დავნერგეთ ინოვაციური სერვისი “მოირგე”. თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო 10-მდე ნივთი, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად დატესტავ. კურიერი შეკვეთის მოტანის შემდეგ ოცი წუთი ადგილზე დაგელოდება, სანამ შენ ყველაფერს მოირგებ. ანაზღაურებ მხოლოდ იმ აქსესუარების საფასურს, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.