მამაკაცის ხელთათმანი ონლაინ
ზამთრის ცივ დღეებში შენი კომფორტი (და ჯანმრთელობა) სითბოს ეფექტურად შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. თუმცა ის, რომ ტანსაცმლისა თუ აქსესუარების ფუნქციურ დატვირთვას მეტი ყურადღება უნდა მიაქციო, თუმცა ტანსაცმლისა თუ აქსესუარების ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად ვიზუალური მხარეც შეგიძლია გაითვალისწინო და მრავალფეროვანი კოლექციიდან არჩევისას შენს გემოვნებას მოარგო.
ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პრემიუმ ხარისხის მამაკაცის ხელთათმანების გამორჩეულ კოლექციას, სადაც ნამდვილად შეძლებ შენი გემოვნებისა და სტილის შესაბამისი მოდელი შეარჩიო. აქ აღმოაჩენ ისეთი გლობალური ბრენდების ავთენტურ პროდუქციას, როგორც Gant, Barbour, Jack Wolfskin, Levi's და ა.შ.
შეიძინე მამაკაცის ხელთათმანები ონლაინ
თუ მკაცრი და ოფიციალური სტილის მიმდევარი ხარ, მაშინ კლასიკური ტყავის ხელთათმანი საუკეთესო არჩევანია - მსგავსი მოდელები თითქმის ყველაფერს უხდება. თუ სეზონების მიუხედავად გარეთ ხშირად გიწევს ყოფნა, მაშინ შენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს ერთი წყვილი თბილი ზამთრის ხელთათმანი მაინც. ხოლო ვინც დიდ დროს ატარებს სმარტფონთან, მას აუცილებლად დასჭირდება უთითო ხელთათმანები, რათა სენსორულ ეკრანთან უპრობლემოდ იმუშაოს ისე, რომ ხელები არ გაეყინოს.
თანაც, ნუ დაგავიწყდება, რომ ხელთათმანი ფუნქციურთან ერთად, ტრენდული აქსესუარიც არის. სწორად შერჩევის შემთხვევაში, ნებისმიერი ტიპის კაცის ტანსაცმელს უფრო დასრულებულ და გააზრებულ ლუქად აქცევს. შენს იმიჯს არაფერი გამოხატავს უფრო ეფექტურად, ვიდრე სწორად შერჩეული კაცის აქსესუარები. ზამთარში ხელთათმანი ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესამჩნევია. მასთან ერთად კი შალის თბილი შარფი და ტრენდული ქუდი სწორედ ის მცირე შტრიხებია, რომლებსაც შეიძლება სათანადო ყურადღებას არ აქცევდე. არადა შენს გემოვნებასა და სტილს პირველი უსვამს ხაზს.
Dressup.ge-ზე ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად გაგიმარტივებს სასურველი ნივთის პოვნის პროცესს. შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერო მთელი ჩვენი კოლექცია და მარტივად შეარჩიო სასურველი ფერი, ზომა თუ მასალა. ხოლო თუ რომელიმე პარამეტრში დარწმუნებული არ ხარ, თბილისის მასშტაბით შეგიძლია ისარგებლო ჩვენი ინოვაციური „მოირგე“ სერვისით. შენ იწერ 10-მდე ნივთს (მოდელსა თუ ზომას), რომელსაც კურიერი ადგილზე მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ მოიზომებ. საბოლოოდ, შენ იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ. დანარჩენს კი კურიერს უკან ატან.