ასე გაერთიანდა ერთ სივრცეში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარმოებული პროდუქტი, რომელიც ნებისმიერი სიტუაციისთვის გამოგადგებოდათ. FActory დღემდე ინარჩუნებს საკუთარ ხასიათს, მაღაზიაში ხომ ისეთ სახელებს შეხვდებით, როგორებიც: Levi's, Calvin Klein, Adidas, Nike, Wrangler, Vans, Tommy Jeans, Tommy Hilfiger, Birkenstock, Marco Tozzi, Greyder და სხვანი არიან.
FActory-ის შემდეგ ცალსახა გახდა, გაჩერება არ შეიძლებოდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაგვანახა მომხმარებლის დამოკიდებულება და მზაობა მაღალი მიზნებისთვის. იგრძნობოდა წყურვილი ახალი ბრენდებისადმი და იმ რეალობამდეც მიგვიყვანა, რომელიც ახალ კონცეფციას, პრემიუმ კლასის ბრენდებს, დაეფუძნა. სწორედ ასე შეიქმნა Atrio-ც, რომელიც დღემდე ინარჩუნებს საკუთარ ნიშას.
მომხმარებელზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას მაღალი მოდის წარმომადგენელ ბრენდებზე აკეთებდნენ არჩევანს, სურვილი კი მათი საქართველოში ხელმისაწვდომობა იყო. იტალიურ იდეებსა და ფეხსაცმელებს დიდი ისტორია აქვს. „დრესაპის“ ბიოგრაფია კი ინახავს ამბავს „ატრიოს“ შექმნის შესახებ. სახელწოდების იდეა სიტყვა ატრიუმიდან წამოვიდა - მაღაზიის კონცეფცია კი პროდუქციასთან ერთად, მომხმარებლისთვის იმ დროისათვის უჩვეულოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას მოიაზრებდა. სწორედ ამის გათვალისწინებით შეიქმნა ინტერიერიც, რომელიც თავის თავში მოსასვენებელ სივრცესაც მოიაზრებდა, ისევე როგორც სპეციალურ გასახდელ სივრცეს, რომელშიც ფეხსაცმლის „ლუქებთან“ შეხამება იყო შესაძლებელი, მეორე მხრივ კი თანამშრომლები მუდმივად სთავაზობდნენ მომხმარებლებს შესაბამის მომსახურებას თითოეული მოდელისა თუ ბრენდის გარშემო.
აღნიშნული ორივე პროექტის, Atrio-სა და FActory-ის მაღაზიების კონცეფციისა და დიზაინის შექმნაზე ქართულმა დიზაინ სტუდიამ, „რუმს-მა“ იმუშავა. ეს იყო ახალი სიტყვა ფეხსაცმლის ინდუსტრიაში, როდესაც დამოუკიდებელი და კონკრეტული დატვირთვის მატარებელი იდეები რეალობად გარდაქიმნა. თითოეული მათგანისთვის ექსკლუზიური დიზაინი შეიქმნა, რომელიც თანხვედრაში იყო სახელწოდებასთან და თემატიკასთან, რაც მოხმარებლებს კიდევ უფრო დიდ კომფორტს სთავაზობდა და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.