სპორტული შარვლის ხასიათს ძირითადად მისი ტოტის ფორმა განსაზღვრავს, კოჭთან მომდგარი ჯოგერი ფეხსაცმელს იდეალურად გამოკვეთს, სწორი ჭრილი სხეულზე თავისუფლად ეშვება, ფართო სილუეტი კი ჩაცმულობას მოცულობას მატებს. არჩევისას წინასწარ დაფიქრდი, შარვალს ვარჯიშისთვის ეძებ, მგზავრობისთვის თუ ყოველდღიური ტარებისთვის. თითოეულ შემთხვევაში ფორმისა და ქსოვილის მიმართ სრულიად განსხვავებული მოთხოვნები გექნება.

კოლექციაში Adidas-ისა და Nike-ის სპორტულ შარვლებთან ერთად, სხვადასხვა ბრენდის ჯოგერები, ფართო ტოტის მქონე მოდელები და ლეგინსებია წარმოდგენილი. ფლისისა და მსუბუქი ქსოვილის განსხვავებული ფაქტურები იდეალური შარვლის სეზონისა და აქტივობის მიხედვით შერჩევაში დაგეხმარება. სპორტული ტანსაცმლის კოლექციიდან ზედას დამატებისას, აუცილებლად გაითვალისწინე მისი სიგრძე და მოცულობა, რათა ორივე ნივთის პროპორცია ერთმანეთს ერგებოდეს.

შეუხამე სპორტული შარვალი შენს გარდერობს

ზომის შერჩევისას წელისა და თეძოს გარშემოწერილობა ბრენდის შესაბამის ცხრილს შეადარე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე წელის სიმაღლეს, რადგან პირდაპირ განსაზღვრავს, თუ სად განთავსდება შარვლის ქამარი და როგორ გამოჩნდება ზედასთან ერთად. თავისუფალი ჭრილის შემთხვევაში წინასწარ შეაფასე ბარძაყთან დარჩენილი თავისუფალი სივრცე, მომდგარი მოდელის შემთხვევაში კი ქსოვილის ელასტიურობა და მოძრაობის კომფორტი.

ტოტის სიგრძე უშუალოდ იმ სპორტულ ფეხსაცმელთან ერთად შეარჩიე, რომელსაც ყოველდღიურად, ყველაზე ხშირად ატარებ. ფართო ტოტი ფეხსაცმლის ზედაპირზე მსუბუქად უნდა ეშვებოდეს, ჯოგერის ბოლო კი კოჭთან კომფორტულად თავსდებოდეს. კარგად ხილული სპორტული წინდა ჩაცმულობაში ფერის დამატების საუკეთესო საშუალებას იძლევა. სადა შარვალს პრინტიანი ზედა შეუხამე, ხოლო მოცულობით შარვალს მოკლე ზედა წელის გამოსაკვეთად. შეძენამდე, ჯიბეების მდებარეობა და ქსოვილის მოვლის მითითებებიც გადაამოწმე.

შეიძინე სპორტული შარვალი Dressup.ge-ზე

„მოირგე“ სერვისი დაგეხმარება, შეძენამდე პირდაპირ სახლში უშუალოდ შეაფასო წელის მორგება და ტოტის სიგრძე შენს ფეხსაცმელთან ერთად, საბოლოოდ კი გადაიხადო მხოლოდ იმის საფასური, რასაც დაიტოვებ.

Dressup.ge-ზე სახლიდან გაუსვლელად, მარტივად შეადარებ ზომებს, ჭრილს, შემადგენლობასა და ხელმისაწვდომ ფერებს. თუ სავარჯიშო ან ყოველდღიურ გარდერობს ავსებ და ნივთის დაჩქარებულად მიღება გსურს, ონლაინ შეკვეთისას Express Delivery ყველაზე მოსახერხებელი არჩევანია.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას