ბავშვის სტილის ჩამოყალიბება სწორედ იმ ფერადი დეტალებით იწყება, რომლებიც ყოველდღიურობას მეტ სიხალისეს მატებს. სამკაული ხშირად პირველია, რითიც პატარა ცდილობს ყოველდღიურ ჩაცმულობაში თავისი ინდივიდუალური გემოვნების შტრიხები შეიტანოს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი სამკაულები იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ხარისხიანი მასალებისგან დამზადებული. სწორედ მასალაა იმის გარანტია, რომ პატარას სათუთი კანი ალერგიული რეაქციებისგან საიმედოდ იქნება დაცული.
იმისათვის, რომ შენმა პატარამ თავი განსაკუთრებულად იგრძნოს, შენ კი - სრულიად დაცულად, ონლაინ მაღაზია Dressup.ge სპეციალური ბავშვის სამკაულების ფერად კოლექციას გთავაზობს. ჩვენს პლატფორმაზე შევკრიბეთ 100%-ით ავთენტური მოდელები ისეთი ბრენდებისგან, როგორებიცაა ORCHESTRA, NAME IT და LÄTT LIV.
შეიძინე ლამაზი ბავშვის სამკაული ონლაინ
კოლექციის მრავალფეროვნება სრულ თავისუფლებას გაძლევს, შეარჩიო შენი შვილისთვის გემოვნებიანი და უსაფრთხო ნივთები ნებისმიერი შემთხვევისთვის, იქნება ეს მხიარული ბეჭდები, ფერადი სამაჯურები თუ საინტერესო ფორმების მქონე ყელსაბამები.
ეს ნივთები სპეციალურად ბავშვის ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინებით იქმნება და ეხმარება მას საკუთარი ინდივიდუალური იმიჯის ჩამოყალიბებაში. მაგალითად, ბავშვის სამაჯური თან ასაკის შესაბამისადაც გამოიყურება და, თან, ეხმარება მოზარდს ისწავლოს როგორ უნდა შეუხამოს ამა თუ იმ ლუქს კონკრეტული დიზაინი, იქნება ეს უფრო ჰარმონიული სტილი თუ, პირიქით, კონტრასტული.
ვიზუალისთვის მეტად გასამდიდრებლად შეგიძლია შვილთან ერთად დაათვალიერო სხვა ბავშვის აქსესუარების კოლექციებიც. მაგალითად, ლუქის გასამდიდრებლად მშვენიერი დეტალია ფერადი ბავშვის თმის სამაგრებიც, რომლებიც ერთდროულად პრაქტიკულ დანიშნულებასაც ასრულებს, და, ამავდროულად შესაძლოა სხვა სამკაულებს ისე შეუხამო, რომ ლუქს სრულიად ახლებური სახე მისცეს.
თუ მთლად დარწმუნებული არ ხარ, რომ შენს შვილს არჩეული აქსესუარები მართლა მოსწონს, შეგიძლია ისარგებლო ჩვენი ინოვაციური “მოირგე” სერვისით. სერვისის ფარგლებში შეგიძლია გამოიწერო 10-მდე სხვადასხვა ნივთი დასატესტად. კურიერი შეკვეთას სახლში მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება. ასე შეძლებ რეალურად ნახო, როგორ ირგებს შენი შვილი ამა თუ იმ აქსესუარს და ერთად გადაწყვიტოთ, რას იტოვებს. შენ მხოლოდ ამ ნივთების თანხას ანაზღაურებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.