ყოველდღიური თავსუფალი სტილის სრული ტრანსფორმაციისთვის ხშირად ერთი დახვეწილი დეტალიც კი საკმარისია. თუ გარდერობის განახლებისას შეამჩნიე, რომ გაკლია ისეთი სამოსი, რომელიც შენს ვიზუალს უფრო ელეგანტურ შეხედულებას მისცემს, მაგრამ ამავე დროს ზედმეტად მკაცრიც არაა, მაშინ ლამაზ თარგზე გამოჭრილი ხარისხიანი პიჯაკი საუკეთესო დამატება იქნება.

სწორად შერჩეული ფაქტურისა და სტილის პიჯაკი ნებისმიერ სიტუაციაში - საქმიან შეხვედრაზე თუ მეგობრებთან ერთად საღამოს გართობისას - უცებ შესძენს პეწს შენს ლუქს. სწორედ მსგავსი გამორჩეული მოდელებით დავაკომპლექტეთ ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს პიჯაკების ონლაინ კოლექცია. ამ ექსკლუზიურ სივრცეში წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ბრენდების მოდელები, რომლებიც სწორედ ელეგანტური და დახვეწილი სტილითაა ცნობილი, მათ შორის SANDRO, MAJE, Selected, DESIGUAL და ა.შ.

შეიძინე უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული ქალის პიჯაკი ონლაინ

ეს ხაზი იმ მიზნით შევქმენით, რომ სახლიდან გაუსვლელად შეძლო გარდერობის მოდის თანამედროვე სტანდარტებით განახლება. თუ თავისუფალი სტილის მოყვარული ხარ და უფრო მკაცრი დეტალების დამატება მხოლოდ ოფიციალური შეხვედრებისთვის გჭირდება, მაშინ კლასიკური პიჯაკი იდეალური გადაწყვეტილებაა - ის შეგიძლია უბრალო თეთრ მაისურზეც მოიგდო და უკვე უფრო პროფესიონალურად გამოიყურები. ხოლო თუ, პირიქით, მოგწონს საქმიანი სტილი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მკაცრადაც არ გინდა გამოიყურებოდე, მაშინ მსუბუქი თანამედროვე პიჯაკი ან დახვეწილი ჟილეტი, რომელიც სილუეტს მომგებიანად უსვამს ხაზს, საუკეთესო ვარიანტი იქნება.

თუ, ლუქის ერთიან სტილში მოქცევა გსურს, მაშინ პიჯაკს სამოსიც შესაბამისად უნდა შეუხამო. მაგალითად, სრულიად ელეგანტური საქმიანი ლუქის ასაწყობად ხარისხიანი სადა ქალის პერანგი და სწორად დავარდნილი კლასიკური შარვალი დაგჭირდება. ეს კლასიკური კომბინაციაა, რომელმაც უკვე ათწლეულებს გაუძლო და დღესაც პოპულარულია. ხოლო ლუქის დასასრულებლად, დაგჭირდება ელეგანტური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან კლასიკური ბალერინები, რომლებიც ასეთ ლუქთან სრულ ჰარმონიაშია.

იმისთვის კი, რომ კლასიკურ საქმიან ლუქს მეტი ინდივიდუალიზმი შესძინო, შეგიძლია უფრო თამამი ქალის აქსესუარები გამოიყენო, მაგალითად ორიგინალური ფორმის მზის სათვალეები ან სამკაულები.

იმისთვის, რომ ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, Dressup.ge-ზე დავნერგეთ სერვისი “მოირგე”. თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო ათამდე სხვადასხვა ნივთი დასატესტად. კურიერი შეკვეთას უმოკლეს დროში მოგიტანს და ოცი წუთი დაგელოდება სანამ ყველაფერს მოირგებ და ნახავ რა ზომისა თუ ფასონის პიჯაკი ჯდება ყველაზე უკეთ შენს გარდერობში. საბოლოოდ გადაიხდი მხოლოდ იმ სამოსის საფასურს რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი თავად აბრუნებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
კატეგორია
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას