სახლში ჩასაცმელად შერჩეული შარვალი თუ შორტი შენს სტილს უნდა ერგებოდეს: რამდენად თავისუფალი სილუეტი მოგწონს, როგორი სიგრძე გირჩევნია და რომელ ზედებს ატარებ ყველაზე ხშირად. რბილი ქსოვილი, წელის სიგანე და ტოტის ფორმა ამ არჩევანს უფრო კონკრეტულს ხდის.

კაცის სახლის ქვედების კოლექციაში BOSS-ისა და HUGO-ს მოდელები ერთიანდება. BOSS-ის Mix&Match შარვლებსა და შორტებში ბამბის ელასტიკური ქსოვილია გამოყენებული; HUGO-ს Laze შორტებში კი ამავე ტიპის მასალას ლოგოს პრინტი ემატება. შეადარე მოდელების დეტალები და გადაწყვიტე, სადა მოდელი თუ ბრენდზე გაკეთებული აქცენტი გსურს ჩანდეს შენს სახლის სამოსში.

კაცის სახლის ქვედები ყოველდღიური კომფორტისთვის

სახლის შორტი გამოგადგება, თუ გირჩევნია ფეხზე არ დაგცხეს, ხოლო სახლის შარვალი სრულ სიგრძესა და მეტ დაფარვას გთავაზობს. სეზონთან ერთად გაითვალისწინე ოთახის ტემპერატურაც. შერჩევისას დააკვირდი წელის სიგანეს, ბარძაყთან ფორმას და ტოტის დაბოლოებას, თითოეული ფაქტორი განაპირობებს როგორ მოგერგება ტანსაცმელი..

კომბინაცია შეგიძლია საყვარელი სახლის მაისურით დაიწყო და ქვედა მის ფერსა და სიგრძეს შეუხამო. თუ დამატებით მოსაცმელი გჭირდება, სახლის ჰუდიც დაამატე. ერთ ტონში შერჩეული სამოსი შეკრულ იერს ქმნის, განსხვავებული ფერები კი ზედასა და ქვედას ინდივიდუალიზმს მკაფიოდ გამოყოფს.

შეიძინე კაცის სახლის ქვედები Dressup.ge-ზე

სასურველი შორტის სიგრძესა თუ შარვლის ფორმაზე გადაწყვეტილება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო. Dressup.ge-ზე ონლაინ შოპინგი საშუალებას გაძლევს, შენთვის მოსახერხებელ დროს დაათვალიერო კოლექცია, შეადარო ზომები, ფერები და შემადგენლობა, შემდეგ კი სასურველი ვარიანტი შეარჩიო.

„მოირგე“ სერვისით კი ნივთებს შეძენამდე სახლში მოირგებ და თავად მიხვდები, რომელი მოდელი შეგეფერება. შეამოწმე წელის სიმჭიდროვე დაჯდომისას და შეუხამე უკვე არსებულ ზედებს. შერჩევის შემდეგ, მხოლოდ იმ ნივთის საფასურს გადაიხდი, რომელსაც იტოვებ.

სახლის გარდერობის განახლებისას შეკვეთის სწრაფად მიღებაზეც შეგიძლია იზრუნო, Express Delivery შენს მისამართზე დაჩქარებულ მიწოდებას გთავაზობს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორიები
სქესი
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
₾ ₾
ზომა
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას