ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენის შემდეგ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მარტივი მოვლის წესები, რათა დიდხანს შეუნარჩუნდეს მათ პირვანდელი იერსახე.
ფეხსაცმლის მოვლის ძირითადი წესები:
- არ გარეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში რათა შეინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე.
- დაიცავით ტყავის ნაწილები დასველებისა და ტენისგან.
- ტყავის ფეხსაცმლის წმენდისთვის გამოიყენეთ მშრალი რბილი ქსოვილი.
- რეკომენდირებულია ფეხსაცმლის მოვლის საშაულებების გამოყენება: ღრუბლის ან რბილი ჯაგრისით ტყავის წმენდა და შემდგომ დამატენიანებლის წასმა, რათა ტყავმა შეინარჩუნოს ელასტიურობა.
- შეინახეთ პროდუქტი სინათლისა და სიცხისგან მოშორებით.
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ძირითადი წესების დარღვევის შემთვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი ზიანზე.
ტანსაცმლის მოვლის წესები:
ნებისმიერ ტანსაცმელს აქვს იარლიყი მასზე გამოსახული ნიშნებით. სწორედ ამ ნიშნების გათვალისწინებით უნდა გავრეცხოთ, გავწმინდოთ, გავაუთოვოთ, გავაშროთ კონკრეტული ტანსაცმელი, რათა არ დაზიანდეს.
თქვენს შენაძენზე მოიძიეთ სიმბოლო და რეცხვისას/მოვლისას იმოქმედეთ შესაბამისი ინსტრუქციით.