დღეს ხარისხიანი სათამაშოები ბავშვის სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ისინი მხოლოდ დროის გასაყვანად არაა შექმნილი — თამაშის დროს პატარა ვითარდება, ეცნობა გარემოს, წვრთნის წვრილ მოტორიკას და თანატოლებთან ურთიერთობის უნარებიც უვითარდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოების არჩევანი მრავალფეროვანი იყოს — ისეთი, რომელიც ბავშვის სხვადასხვა ინტერესს მოერგება.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ბავშვის სათამაშოების მრავალფეროვან კოლექციას, რომელშიც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები როგორც LUDI, Blazing Team, University Games, Mega Balloon და Magiki. კონკრეტულად ამ კოლექციაში შევკრიბეთ განსაკუთრებით ორიგინალური სათამაშოები, რომლებიც ბავშვის ცნობისმოყვარეობას აღვიძებს, ფანტაზიას გაქანებას აძლევს და ყოველდღიური განვითარების ბუნებრივ ნაწილად იქცევა.

შეიძინე მრავალფეროვანი და ორიგინალური ბავშვის სათამაშოები ონლაინ

ჩვენს პლატფორმაზე იპოვი როგორც აქტიური თამაშისთვის, ისე უფრო მშვიდი გართობისთვის განკუთვნილ ნივთებს. Blazing Team-ის ბზრიალა სათამაშოები ბავშვს ხელის კოორდინაციასა და კონცენტრაციის უნარებს უვითარებს. LUDI-ის გვირაბი და ფერადი ბურთები კი აქტიური ფიზიკური დატვირთვისა და წარმოსახვითი თავგადასავლების შესაქმნელად იდეალურია. გასაბერი ბურთები — გიგანტური, ფერადი, მსუბუქი — სახლშიც და ეზოშიც ერთნაირად სახალისო გამოსაყენებელია და ბავშვის ენერგიის გამოვლენისთვის უსაფრთხო სივრცეს ქმნის.

თუ შენი პატარა პირიქით, დროის უმეტეს ნაწილს უფრო მშვიდად თამაშში ატარებს, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება განმავითარებელი სათამაშოები — კონსტრუქტორები, ლოგიკური თამაშები, ნაკრებები. ხოლო მათთვის კი, ვისაც გარეთ სირბილი ყველაფერს ურჩევნია, გვაქვს ეზოს სათამაშოების კოლექცია, ყველაზე პატარებისთვის განკუთვნილი ქვიშის სათამაშოებით დაწყებული და მოზარდებისთვის სკეიტებითა და გორგოლაჭებით დასრულებული.

Dressup.ge-ზე მარტივად შეარჩევ სათამაშოს, რომელიც შენი შვილის ინდივიდუალურ ინტერესებს ერგება და დაეხმარება სხვადასხვა უნარი სახალისო გარემოში განავითაროს. მოხერხებული ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება უმოკლეს დროში იპოვო საჭირო ტიპის სათამაშოები, ჩვენი კურიერი კი შეკვეთას მთელი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგაწვდით, უმოკლეს დროში.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
კატეგორია
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას