თანამედროვე მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია ტანსაცმელი ერთდროულად კომფორტულიც იყოს და მის პირად გემოვნებასაც უსვამდეს ხაზს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მაღაზიაში რთულია იდეალური მაისურის ან ჰუდის პოვნა, თუნდაც იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ამჩნევ.
ჩვენ გვჯერა, რომ 21-ე საუკუნეში მამაკაცის სპორტული ტანსაცმელი მხოლოდ უტილიტარისტული კი არა, დახვეწილიც უნდა იყოს. მათ კი, ვისაც მსგავსი დიზაინი უყვარს, ამგვარი მოდელების პოვნა მარტივად უნდა შეეძლოს. ამიტომ ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე შევქმენით კოლექცია, სადაც გავაერთიანეთ ჩვენი პარტნიორი ბრენდების გამორჩეული მოდელები, რომლებსაც ფიზიკურ მაღაზიებში ვერ იპოვი. აქ იპოვი ყველაზე ტრენდულ, უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებულ მოდელებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან სპორტული ბრენდებისგან, მათ შორის Puma, Nike, Adidas, Mammut, Fjällräven და Jack Wolfskin.
აღმოაჩინე ექსკლუზიური მამაკაცის სპორტული ზედები ონლაინ
კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ ნებისმიერი ცხოვრების სტილისა და გემოვნების მამაკაცმა შეძლოს კომფორტული და საინტერესო ზედების შერჩევა. თუ მინიმალისტური და პრაქტიკული ტანსაცმელი მოგწონს, მაშინ რბილი ქსოვილისგან დამზადებული სტანდარტული შავი ჰუდი ისეთი არჩევანია, რომელიც ყოველთვის გამოგადგება. ის თითქმის ყველა გარემოში შეგიძლია ატარო - ჯინსებთან ერთად შედარებით თავისუფალი დრეს-კოდის სამსახურშიც მშვენივრად გამოიყურება და მეგობრებთან ერთად ბარშიც.
თუ სპორტულ ზედებს სპეციალურად ვარჯიშისთვის ან სპორტული აქტივობებისთვის ეძებ, მაშინ მასალასა და ფაქტურას ცოტა მეტი ყურადღება უნდა მიაქციო. მნიშვნელოვანია შეარჩიო მოდელი, რომელსაც აქვს კარგი კომპრესია, მაგრამ არ ზღუდავს მოძრაობის თავისუფლებას. ასეთ შემთხვევაში არანაკლები ყურადღება უნდა დაუთმო ეკიპირების სხვა ატრიბუტებსაც - დაგჭირდება მსგავსი პრინციპით შერჩეული კაცის სპორტული შარვალი და შესაბამისი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ერგონომიულია და ტერფს სწორ პოზიციას უნარჩუნებს. გაითვალისწინე, რომ სავარჯიშო დარბაზისთვის, სირბილისა და ლაშქრობისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელები ერთმანეთისგან განსხვავდება. მართალია დაბალი დატვირთვისას ერთი ტიპის სპორტული ფეხსაცმელი შეგიძლია სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენო, მაგრამ საუკეთესო შედეგებისთვის მაინც სპეციალიზებული მოდელი დაგჭირდება.
იმისთვის, რომ ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, ჩვენ გაძლევთ საშუალებას სახლიდან გასვლის გარეშეც გაიგო გერგება თუ არა შერჩეული ზომა თუ მოდელი. თუ თბილისის მასშტაბით შოპინგობ, შეგიძლია ისარგებლო ინოვაციური სერვისით “მოირგე” და დასატესტად გამოწერე 10-მდე სასურველი ნივთი. როცა კურიერი შეკვეთას მოგიტანს, ოცი წუთი ადგილზე დაგელოდება სანამ შენ ყველაფერს მოირგებ და გადაწყვეტ რა ზომა თუ ფასონი გიხდება ყველაზე მეტად. საბოლოოდ გადაიხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს. რომელსაც იტოვებ. დანარჩენს კურიერი უკან წაიღებს.