მომხმარებელთა საყურადღებოდ!
წინამდებარე გაცვლა/დაბრუნების წესები შეთანხმებული და დადასტურებულია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ
როგორ ხდება შეძენილი ნივთის გადაცვლა?
1. პროდუქტის გაცვლის მოთხოვნის დასაფიქსირებლად, გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთის ისტორია და დეტალები", შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს";
2. პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე);
3. პროდუქტის გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული;
4. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე, წინდების, კოლგოტების, თეთრეულის, საცურაო კოსტიუმების, ბოდეების, აქსესუარების, თმის სამაგრების, საყურეების გაცვლა არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდულ ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი!!
კომპანია ასევე არ ცვლის/იბრუნებს ფეხსაცმლის მოვლის საშუალებებს;
5. კომპანია არ ცვლის პროდუქციას, რომელიც შედის www.dressup.ge-ზე განთავსებულ თავის მოვლის კატეგორიაში.
6. კომპანია არ ცვლის პროდუქციას, რომელიც შედის www.dressup.ge-ზე განთავსებულ სახლის კატეგორიაში.
7. კომპანია ცვლის გაყიდულ ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი;
8. თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად;
9. უკვე გაცვლილი პროდუქტის უპირობო გაცვლა არ არის შესაძლებელი;
10. საიტზე შეძენილი პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია იგივე, ან უფრო მაღალ ფასიან ნებისმიერ პროდუქტში, მხოლოდ www.dressup.ge პლატფორმის მეშვეობით, წინამდებარე დოკუმენტის 1-ლი პუნქტის მიხედვით;
როგორ ხდება შეძენილი ნივთის დაბრუნება?
პროდუქტის დასაბრუნებლად გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთის ისტორია და დეტალები" შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს";
დაბრუნება - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
1. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
2. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული.
3. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე, წინდების, კოლგოტების, თეთრეულის, საცურაო კოსტიუმების, ბოდეების, აქსესუარების, თმის სამაგრების, საყურეების დაბრუნება არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდული ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი!!
4. კომპანია ასევე არ იბრუნებს/ცვლის ფეხსაცმლის მოვლის საშუალებებს.
5. კომპანია იბრუნებს გაყიდულ ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი.
6. თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად.
7. პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას, თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე, იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩამოჭრა. თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დასაბრუნებელ ნივთს მივიღებთ სერვისცენტრში და დადასტურდება მისი სარეალიზაციო მდგომარეობა (დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი, დატანილი ქარხნული იარლიყი, რომელიც არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული და ნივთის იდეალური მდგომარეობა).
დაბრუნება - www.dressup.ge-ის თავის მოვლის კატეგორია
1. კომპანია არ იბრუნებს პროდუქციას, რომელიც შედის www.dressup.ge-ზე განთავსებულ თავის მოვლის კატეგორიაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდულ ნივთს ამოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი.
თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად.
მომხმარებელმა ნაკლის შესახებ უნდა განაცხადოს პროდუქციის ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას. აღნიშნული შეზღუდვა ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარეობს - უშუალოდ თავის მოვლის საშუალებების გახსნის მომენტიდან აღნიშნული პროდუქცია აღარ წარმოადგენს ახალს, ვინაიდან მასში შეაღწია ჰაერმა და აღარ არის ჰერმეტულად დაცული.
2. პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას, თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე, იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩამოჭრა. თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დასაბრუნებელ ნივთს მივიღებთ სერვისცენტრში და დადასტურდება მისი სარეალიზაციო მდგომარეობა (დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი, დატანილი ქარხნული იარლიყი, რომელიც არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული და ნივთის იდეალური მდგომარეობა).
დაბრუნება - www.dressup.ge-ის სახლის კატეგორია
1. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
2. 14 დღის განმავლობაში დაბრუნების პირობა არ ვრცელდება თეთრეულზე, აუზის აქსესუარებზე და ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.
3. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჰერმეტულად დაცულობისთვის განკუთვნილი პარკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი/ეტიკეტი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული;
4. "სახლის" კატეგორიის პროდუქციის დაბრუნებისას, გთხოვთ პროდუქცია უსაფრთხოდ შეფუთოთ, გამოიყენოთ ნივთების დასაცავად ბუშტუკოვანი პარკი, რომელშიც პროდუქცია იყო შეფუთული.
5. კომპანია არ იბრუნებს პროდუქციას რომელიც შედის www.dressup.ge-ზე განთავსებულ სახლის კატეგორიაში, თუ:
5.1 პროდუქტი არის გამოყენებული; გასათვალისწინებელია რომ მომხმარებელს აქვს პროდუქციის შემოწმებისა და ინსპექტირების უფლება, რა დროსაც მისი ჰერმეტულობა არ უნდა იყოს დარღვეული (შესაბამისი ფირი/პარკი არ უნდა იყოს მოხსნილი);
5.2 პროდუქტს შენარჩუნებული არ აქვს პირვანდელი იარსახე მე-3-ე პუნქტის მიხედვით;
5.3 პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.
6. პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას, თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე, იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩამოჭრა. თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დასაბრუნებელ ნივთს მივიღებთ სერვისცენტრში და დადასტურდება მისი სარეალიზაციო მდგომარეობა (დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი, დატანილი ქარხნული იარლიყი, რომელიც არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული და ნივთის იდეალური მდგომარეობა).
მომხმარებლის უფლებები
• საქონლის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვაჭრეს ნაკლის აღმოფხვრა;
• საქონლის ნაკლად განიხილება საქონლის ისეთი დაზიანება, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი საქონლით სარგებლობის შედეგად;
• თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
• საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია და მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონლის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
• საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, შეკეთება - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში შეძენილი პროდუქციის შეკეთება ნაკლის აღმოჩენიდან 3 კვირის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა;
• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
• მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
1. საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
2. მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
3. მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმინს;
• მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა;
• თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.