პატარას ჩაცმის პროცესი ბევრად მარტივი და სასიამოვნოა, როცა არ გიწევს ცალ-ცალკე ზედასა და ქვედაზე დროის ხარჯვა, თანაც დამატებით იმაზე კამათი რომელი მაისური თუ შარვალი ჯობია. როდესაც ბავშვის გარდერობში პრაქტიკული და კომფორტული კომპლექტები გვაქვს, ეს არჩევანი დიზაინერმა ჩვენამდე გააკეთა და, თან, ფერების, ფაქტურებისა და დანიშნულების სრული გათვალისწინებით.

როცა გინდა, რომ ბავშვი მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს, და, თან კომფორტულადაც გრძნობდეს თავს, მთლიანი სამოსის ნაკრები საუკეთესო გამოსავალია. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს მთლიანი სამოსისა და კომპლექტების მრავალფეროვან კოლექციას მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან. ჩვენს პლატფორმაზე აღმოაჩენ ავთენტურ მოდელებს ისეთი სახელებისგან, როგორიცაა Adidas, BOSS, CALVIN KLEIN, Desigual, Tommy Hilfiger, Levis და ა.შ.

შეიძინე ტრენდული და კომფორტული კომპლექტები, ორეულები და კომბინიზონები ბავ

კოლექციისთვის მოდელები ისე ავარჩიეთ, რომ ყველა ასაკის ბავშვის მშობელს შევუმსუბუქოთ ტანსაცმლის ფერების და დიზაინის შეხამების პროცესი. პლატფორმაზე იპოვი გემოვნებიან ვარიანტს ნებისმიერი სეზონისა და სიტუაციისთვის. მოდელები დამზადებულია ხარისხიანი და რბილი მასალებისგან, რათა პატარამ მაქსიმალურად თავისუფლებად შეძლოს მოძრაობა.

კომბინიზონი ბავშვის გარდერობში დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელი ნივთად. ის მარტივად შეგიძლია შეუხამო სადა ზედას და ყოველდღიური აქტივობებისთვის, მაგალითად სეირნობისთვის თუ თამაშისთვის, ლუქიც უკვე მზადაა. გვაქვს ბავშვის თბილი კომბინიზონის არჩევანიც უფრო გრილი ამინდებისთვის. ეს მოდელები არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ პატარას მთელ სხეულს საიმედოდ იცავს სიცივისა და ქარისგან. ზამთრის სეზონზე გარეთ ყოფნისას კი უნივერსალური ბავშვის დუტის კომბინიზონი დაგეხმარება, რათა პატარა ყოველთვის თბილად იყოს. კოლექციაში ასევე გვაქვს რბილი და ეკოლოგიურად სუფთა ორეულები, რომლებსაც შეუძლია ბავშვის პიჟამოს როლიც შეასრულოს, თუ ამის საჭიროება შეიქმნა.

მაღალი ხარისხის ბავშვის ტანსაცმელი გაძლევს საშუალებას, ძალიან მარტივად შექმნა სრულყოფილი და ინდივიდუალური ლუქი. თუმცა მხოლოდ ტანსაცმელი საკმარისი არაა - სრული კომფორტისთვის კომპლექტს აუცილებლად უნდა შეუხამო ხარისხიანი ბავშვის ფეხსაცმელი, რათა შენი შვილის თითოეული მოძრაობა მსუბუქი და მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს.

ჩვენთვის შენი კომფორტი პირველ ადგილზე დგას, ამიტომ დავნერგეთ ინოვაციური სერვისი “მოირგე”, რომელიც პატარებისთვის შოპინგს კიდევ უფრო ამარტივებს. არ იცი მოეწონება თუ არა შენს შვილს არჩეული მოდელები? შეუკვეთე პლატფორმაზე 10-მდე მოდელი, რომელსაც თბილისის მასშტაბით კურიერი ადგილზე მოგიტანს. შემდეგ კი ოცი წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ნახავს, როგორ ერგება ესა თუ ის ნივთი. შენ აანაზღაურებ მხოლოდ იმ კომპლექტის საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი სრულიად უფასოდ უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
კატეგორია
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას