ბოტასი დღეს ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ფეხსაცელია. მას უკვე ყველა ატარებს - ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ბავშვი - და თითქმის ყველგან გვხვდება - სამსახურში, ქალაქგარეთ თუ მეგობრებთან შესახვედრად ნაკლებად ოფიციალურ გარემოში. სწორედ იმიტომ, რომ ბევრი ჩვენგანი დღის უმეტეს ნაწილს ბოტასით ატარებს, აუცილებელია ის ორ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს: იყოს მაქსიმალურად კომფორტული, რათა დილიდან საღამომდე უპრობლემოდ შეიძლებოდეს მასში დღის გატარება და იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, რათა ჩვენს გარდერობში ყველა სტილის სამოსს ადვილად შევუხამოთ
ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ყოველდღიური ბოტასების მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან. ჩვენს პლატფორმაზე აღმოაჩენ 100%-ით ავთენტურ მოდელებს ისეთი სახელებისგან, როგორც ON, Merrell, Nike, Adidas, Vans, Converse, Voile Blanche და სხვა. ეს მოდელები იქმნება უმაღლესი ხარისხის, გამძლე მასალებისგან და გათვლილია ყოველდღიურ გამოყენებაზე წლების განმავლობაში.
შეიძინე ხარისხიანი და გამძლე ყოველდღიური ბოტასი ონლაინ მეტი კომფორტისთვის
ჩვენი კოლექცია ისე დავაკომპლექტეთ, რომ ყველა სტილის მოყვარულმა ადვილად შეძლოს შესაფერისი მოდელის შერჩევა. მინიმალისტური თეთრი მოდელებიდან დაწყებული, კლასიკური შავი თუ მასიური, რეტრო დიზაინის წყვილებით დასრულებული - ჩვენთან აუცილებლად იპოვი მოდელს, რომელიც შენს ყოველდღიურ რიტმში უპრობლემოდ ჩაჯდება. თუ მაქსიმალურად უნივერსალურ ბოტასს ეძებ, რომელიც ჯინსსაც შეეხამება და ელეგანტურ კლასიკურ შარვალსაც - სადა, ნეიტრალური ფერები საუკეთესო არჩევანია. ხოლო თუ გინდა, შენს იდივიდუალურ ესთეტიკას მაქსიმალურად ხაზი გაუსვა - თამამი ფერებისა და ფაქტურების არჩევანს მიაქციე ყურადღება.
ვინაიდან ყოველდღიური ბოტასი აქტიურ გამოყენებაზეა გათვლილი - შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი გამძლეობა და კომფორტია. თუ უფრო ფუნქციური ვარიანტებიც გაინტერესებს, პლატფორმაზე ასევე აღმოაჩენ სპეციალურ სარბენ ბოტასებსა და სავარჯიშო დარბაზის ფეხსაცმელსაც. სარბენი ბოტასი ფუნქციურობის გარდა, თანამედროვე სტრიტ-ლუქის შესაქმნელად საუკეთესო ატრიბუტია.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოველდღიური ბოტასის არჩევისას აუცილებელია დარწმუნდე, რომ ფეხზე იდეალურად მოგერგება. ამიტომ შევქმენით ინოვაციური სერვისით „მოირგე“, რომელიც საშუალებას გაძლევს ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული მოდელები სახლიდან გაუსვლელად დატესტო. შეგიძლია ერთ ჯერზე 10-მდე მოდელი გამოიწერო. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას ადგილზე მოგიტანს და 20 წუთს დაგელოდება, სანამ ყველა მოდელს მშვიდად მოირგებ. შენ იტოვებ და აანაზღაურებ მხოლოდ იმ წყვილის, რომელიც მოგერგება, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.