ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით დიდი პრიორიტეტია პატარებისთვის თბილი და კომფორტული მოსაცმელის შერჩევა. ქურთუკისა თუ პალტოს ყიდვას ხშირად მეტი ძალისხმევა სჭირდება ვიდრე გარდერობის ყველა სხვა ატრიბუტს, რადგან საჭიროა მოსაცმელი ერთდროულად საიმედოდ იცავდეს ბავშვს ქარისა და სუსხისგან, მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნონ მოძრაობის სრული თავისუფლება. თანაც გარე ტანსაცმელი მაქსიმალურად გამძლე და ხარისხიანი უნდა იყოს, რათა სეზონის განმავლობაში ინტენსიურ ხმარებას გაუძლოს ისე, რომ მუდამ კარგად გამოიყურებოდეს - ქურთუკი ან პალტო ხომ პირველია, რასაც ყველა ერთი შეხედვით ამჩნევს.
იმისთვის, რომ არჩევანი გაგიმარტივოს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებული გარე სამოსის მრავალფეროვან კოლექციას. ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილია ავთენტური პროდუქცია მსოფლიოში ცნობილი ისეთი მოწინავე ბრენდებისგან, როგორებიცაა Tommy Hilfiger, Levis, Calvin Klein, Nike და მრავალი სხვა.
შეიძინე ბავშვის მრავალფეროვანი კომფორტული პალტოები და ქურთუკები ონლაინ ცივი დღეებისთვის
ჩვენს კოლექციაში აღმოაჩენ მოდელებს ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის, ყველა ამინდისა და სიტუაციისთვის. ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი ქსოვილები და ბავშვის კომფორტზე გათვლილი დიზაინი იმის გარანტიაა, რომ არჩეული მოსაცმელი შენს შვილს კომფორტულად გაატარებინებს ცივ სეზონს. უმაღლესი ხარისხის მასალები განსაკუთრებულ როლს თამაშობს იმაში, რომ ტანსაცმელმა ხშირი რეცხვისა და ყოველდღიური ტარების პირობებშიც შეინარჩუნოს თავდაპირველი იერი.
ქარიანი დღეებისთვის თბილი ბავშვის ქურთუკი საუკეთესო არჩევანია, რომელიც სხეულის ოპტიმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს და შენს შვილს თავისუფლად მოძრაობის საშუალებასაც აძლევს. ყოველდღიური აქტივობებისთვის განსაკუთრებით პრაქტიკულია მსუბუქი, მაგრამ ძალიან თბილი ბავშვის დუტის ქურთუკები, პატარას შეუძლია უპრობლემოდ ირბინოს და ითამაშოს, შენ კი ყოველთვის მშვიდად ხარ, რომ არ შესცივდება. უფრო ელეგანტური ლუქის შესაქმნელად კი შეგიძლია შეიძინო დახვეწილი ბავშვის პალტო.
ცივ სეზონზე ბავშვის კომფორტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი გარდერობი სწორად იყოს აწყობილი. არა მხოლოდ ზედა ტანსაცმელი - ხარისხიანი ბავშვის ტანსაცმელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, ქურთუკის შიგნით ბავშვს უნდა ეცვას რბილი ბავშვის სვიტერი (უმჯობესია ისეთი ქსოვილისგან, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს) და პრაქტიკული ბავშვის ჯინსი, რომელიც მოხერხებული და გამძლეა. საბოლოო შტრიხის შესატანად კი აუცილებლად დაგჭირდება შესაბამისი, თბილი და კომფორტული ბავშვის ფეხსაცმელი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, ამიტომ დავნერგეთ ინოვაციური სერვისი “მოირგე”. ეს სერვისი გაძლევს საშუალებას, სასურველი ნივთები ბავშვს სახლიდან გაუსვლელად მოარგო. თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო ათამდე მოდელი. კურიერი ადგილზე მოგიტანს შეკვეთას და 20 წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი მათ მოირგებს და ნახავ, რას ატარებს და რას - ვერ გუობს. შენ იხდი მხოლოდ იმ სამოსის საფასურს, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი სრულიად უფასოდ უკან წაიღებს.