პატარებისთვის ყოველი დღე თავგადასავალია. ეზოში სირბილის, თამაშისა თუ სხვა დატვირთული, ენერგიული აქტივობების დროს, უმნიშვნელოვანესია მათი ფეხები საიმედოდ იყოს დაცული. მაღალი ხარისხის, მსუბუქი და კომფორტული ბავვის სპორტული ფეხსაცმელი მხოლოდ კომფორტისთვის არ არის მნიშვნელოვანი -კარგი კალაპოტი ხელს ძირეულ როლს თამაშობს ტერფის სწორად განვითარებაში და ძლიერ საყრდენს ქმნის ბავშვის აქტიური, ჯანსაღი მომავლისთვის.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ბავშვის სპორტული ფეხსაცმელების მრავალფეროვან კოლექციას. ჩვენს პლატფორმაზე აღმოაჩენ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად მოდელებს ისეთი სპორტული ბრენდებისგან, როგორც PUMA, Adidas, Nike, Converse და Vans. თითოეული მათგანი უკვე წლებია რაც სპორტული ტანსაცმელის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს. ეს ფეხსაცმელები იმაზეა გათვლილი, შენი შვილი მუდამ მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად მოძრაობდეს.

შეიძინე ბავშვის სპორტული ფეხსაცმელი ონლაინ

ჩვენი კოლექციისთვის შევკრიბეთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბავშვის ფეხსაცმელი - აქ თავმოყრილია ასობით მოდელი ყველა ასაკისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ახლა დგამს შენი პატარა პირველ ნაბიჯებს, თუ მალე უკვე სკოლას დაამთავრებს - ჩვენთან იპოვი იდეალურ მოდელებს ნებისმიერი აქტივობისთვის. მაგალითად, ყოველდღიურად სკოლაში სასიარულოდ საუკეთესო არჩევანია ფერადი ბავშვის კეტები - სადა ფორმა ყველაფერს უხდება, ფერების მრავალფეროვნება კი პატარას ინდივიდუალური სტილის ხაზგასმაში დაეხმარება. ხოლო თუ შენი შვილი უკვე აქტიურადაა სხვადასხვა სპორტში ჩაბმული, ბევრს დარბის და ვარჯიშობს, მაშინ გამძლე ბავშვის ბოტასები დაგჭირდება.

თუმცა ფეხსაცმელი მხოლოდ ერთი დეტალია, რომელიც ლუქისთვის ძირეულად მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებლად სჭირდება სხვა დეტალებთან შეხამება. მაგალითად, თუ შენი შვილი ძალიან აქტიურია სპორტულ ფეხსაცმელთან ერთად ხარისხიანი ბავშვის სპორტული ტანსაცმელიც დაგჭირდება, რათა ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ შენი პატარა ნებისმიერი აქტივობისას თავს მსუბუქად და ლაღად გრძნობს. უფრო ყოველდღიური, სასკოლო ლუქის შექმნა კი უმარტივესია თუ კეტებს ან ბოტასებს პრაქტიკულ ბავშვის შარვალს ან ჯინსის ქვედაბოლოს შეუხამებ - მთავარია დარწმუნდე, რომ ტანსაცმელი პირველ რიგში შენს შვილს მოსწონს და თავს ნამდვილად კომფორტულად გრძნობს.

ჩვენი პლატფორმის მთავარი მიზანია, შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს. თუ გსურს შეიძინო სასურველი კეტები ან ბოტასები ონლაინ, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული რამდენად მოირგებს ამა თუ იმ მოდელს შენი შვილი, ისარგებლე ჩვენი უნიკალური “მოირგე” სერვისით. თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო ათამდე მოდელი. კურიერი ადგილზე მოგიტანს შეკვეთას და ოცი წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ყველაფერს მოირგებს და გადაწყვეტს რომელ ფეხსაცმელში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად. შენ ანაზღაურებ შეკვეთის მხოლოდ იმ ნაწილს, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
კატეგორია
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას