როდესაც ირჩევ სამოსს, რომელსაც სხეულთან პირდაპირი კონტაქტი აქვს, ქსოვილის ხარისხი და სირბილე გადამწყვეტია. თეთრეულის ფაქტურა უნდა იყოს ერთდროულად გამძლე და სასიამოვნო, რათა მთელი დღის განმავლობაში კომფორტულად იგრძნო თავი - და, ამავდროულად, ესთეტურად მიმზიდველიც.
მათთვის, ვინც თეთრეულის არჩევისას ყოველთვის აპრიორიტეტებს მაღალი ხარისხისა და მიმზიდველი დიზაინის სინთეზს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge-მ შექმნა გამორჩეული მოდელების ექსკლუზიური ონლაინ კოლექცია. ახლა შეგიძლია სულ რამდენიმე წუთში დეტალურად გაეცნო მოწონებული მოდელების აღწერას და შეიძინო სწორედ იმ დიზაინის თეთრეული, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულად და მიმზიდველად გაგრძნობინებს თავს. კოლექციაში წარმოდგენილია გამორჩეული მოდელები ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორც ESOTIQ, PUMA, MAJE და სხვა.
გაეცანი ქალის თეთრეულის გამორჩეულ ონლაინ კოლექციას
კოლექცია ისე დავაკომპლექტეთ, რომ ნებისმიერმა ქალმა უპრობლემოდ შეძლოს სასურველი სტილის თეთრეულის არჩევა სხვადასხვა ცხოვრეული სიტუაციებისთვის.
მაგალითად, ყოველდღიურად სატარებლად ხარისხიანი ბამბის თეთრეული ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. ბუნებრივი ქსოვილი კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და გაღიზიანების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს. ხოლო თუ აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობ და ბევრს ვარჯიშობ, სპეციალური სპორტული საცვალი დაგჭირდება, რომელიც გამძლე, ნესტის გამწოვი ქსოვილისგან იკერება. ვარჯიშისთვის სპორტულ საცვალთან ერთად სპორტული ბიუსჰალტერიც დაგჭირდება. ხარისხიანი ბიუსჰალტერი - სპორტული თუ კლასიკური - მკერდს მყარად უნდა იჭერდეს და სილუეტს სწორი ფორმა უნდა შეუნარჩუნოს.
კოლექციაში ასევე აღმოაჩენ მაღალი ხარისხის ქალის საცურაო კოსტიუმებს დასვენების დღეებისთვის ან, თუნდაც, უიკენდზე აუზზე ვიზიტისას. კარგ თარგზე შეკერილი საცურაო კოსტიუმი ფორმას კარგად უნდა ინარჩუნებდეს, მაგრამ ამავდროულად მოძრაობას არ უნდა ზღუდავდეს, რათა თავისუფლად ცურვა შეძლო.
გარდერობში ასევე აუცილებლად დაგჭირდება საძილე თეთრეული. ხარისხიანი ქალის პიჟამო რბილი და გრილი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი, რათა ღამე კანი არ გადახურდეს და მთელი ღამე კომფორტულად გეძინოს. ამავე პრინციპით იხელმძღვანელე ლოგინის თეთრეულის შერჩევისას. საწოლის გადასაფარებელის შერჩევისას კი, პირიქით, შეგიძლია უფრო სქელი, სინთეთიკური ქსოვილიც აირჩიო, რომელიც ვაკუუმის ეფექტს შექმნის და ლოგინის თეთრეულს მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს მტვრისა და ჭუჭყისგან.
მოხერხებული ფილტრაციის სისტემის დახმარებით, ჩვენს ვებსაიტზე სასურველ ნივთს სულ რამდენიმე წუთში შეარჩევ. ჩვენი კურიერი კი შეკვეთას მთელი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგიტანს.