ბავშვის გარდერობის სრულყოფა შეუძლებელია იმ მცირე დეტალების გარეშე, რომელიც თან პრაქტიკულია და თან მის ყოველდღიურ სტილს მეტ ინდივიდუალიზმს მატებს.

ყველა მშობლის სურვილია, ეს მცირე დეტალები ერთდროულად ლამაზიც იყოს და დიდი ხნითაც დაიმკვიდროს ადგილი შვილის გარდერობში. ქამარი ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკული აქსესუარია.  იმისთვის, რომ ქამარი კარგადაც გამოიყურებოდეს და სამოსიც საიმედოდ დააფიქსიროს სხეულზე ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ბავშვის ქამრების გამორჩეულ კოლექციას. ჩვენთან აღმოაჩენ 100%-ით ავთენტურ პროდუქციას ისეთი საერთაშორისო ბრენდებისგან, როგორებიცაა Calvin Klein, Tommy Hilfiger, NAME IT და ORCHESTRA.

უმაღლესი ხარისხის ქამრის შეძენა ბავშვისთვის ონლაინ

სწორად შერჩეული ქამარი იდეალურად უნდა ერგებოდეს სხეულს, არ აწვებოდეს წელს და არ უშლიდეს ხელს თავისუფლად მოძრაობას, როგორი აქტიურიც არ უნდა იყოს ბავშვი.

თუ ამჩნევ რომ შენს შვილს ელეგანტური სტილი უფრო იზიდავს, იდეალური არჩევანია ტყავის სადა დიზაინის მოდელები. ასეთი ვარიანტი მარტივად ეხამება როგორც ბავშვის კლასიკურ შარვალს, ისე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ჯინსებს.

უფრო თავისუფალი და ენერგიული სტილისთვის კი შეგიძლია აურჩიო მოქნილი ნაჭრის ქამრები. ნებისმიერი ასეთი მოდელი მარტივად უწყვილდება ბავშვის სპორტულ შარვალს ან შორტებს.

ქამარი ბავშვის აქსესუარებს შორის გამორჩეული ატრიბუტია, რადგან არაა აუცილებელი ფერებითა და სტილით ზუსტად ეხამებოდეს დანარჩენ ტანსაცმელს. მეტიც, ხშირად ზუსტად ლუქში კონტრასტული დეტალის შესატანად იყენებენ. მსგავსი დამოკიდებულება კი პატარებსაც ეხმარება ინდივიდუალური გემოვნების ჩამოყალიბებაში და ასწავლის მათ როგორ მისცენ ლუქს საბოლოო, დასრულებული სახე.

ონლაინ შოპინგისას დამატებითი კომფორტისთვის შევქმენით ინოვაციური სერვისი „მოირგე“. ახლა შეგიძლია თბილისის მასშტაბით 10-მდე სასურველი მოდელი გამოიწერო და სახლში დატესტო. კურიერი შერჩეულ ნივთებს მითითებულ მისამართზე მიიტანს და 20 წუთი დაელოდება, სანამ ბავშვი ნახავს როგორ ერგება ესა თუ ის მოდელი.  შენ ანაზღაურებ მხოლოდ დატოვებული ნივთების საფასურს, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას