ხარისხიანი ფეხსაცმელი მომგებიანი ინვესტიციაა. სწორი მოვლის შემთხვევაში ის წლების მანძილზე ინარჩუნებს პირვანდელ იერს. სწორედ ამიტომ მოვლის საშუალების შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ფეხსაცმლის.
რეგულარული გაწმენდა, დაცვა და კვება ფეხსაცმელს სისუფთავესა და ფორმას უნარჩუნებს, იცავს ცვეთისგან და გამოყენების ვადას ახანგრძლივებს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ფეხსაცმლის მოვლის საშუალებებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს. თითოეული მათგანი ისე შევარჩიეთ, რომ შეძლო შენს გარდერობში თავმოყრილი სხვადასხვა მასალის ფეხსაცმლის სათანადო სპეციალიზებული საშუალებებით მოვლა შერძლო.
შეიძინე უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმლის მოვლის საშუალებები და აქსესუარები ონლაინ, რათა ფეხსაცმელი დიდხანს გემსახუროს
მოვლის საშუალება ყოველთვის მასალის მიხედვით უნდა შეარჩიო. ტყავის ზედაპირს ფეხსაცმლის კრემი ფერს უბრუნებს და მცირე ნაკაწრებს ფარავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის კლასიკური ტყავის მოდელებისთვის, რომლებიც რეგულარულ გაპრიალებას მოითხოვს. მართალია ზამშა ტექნიკურად ტყავია, მაგრამ მისი განსაკუთრებული ფაქტურა ასევე განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს - ასეთი ფეხსაცმლისთვის სპეციალური ზამშის საწმენდი სპრეია საჭირო, რომელიც ფაქტურას არ აზიანებს და, თან, ტენისგანაც იცავს.
ტექსტილისგან დამზადებული ფეხსაცმლისთვის - მაგალითად, სპორტული კედებისთვისა და ბოტასებისთვის - უკეთესია ფეხსაცმლის საწმენდი ქაფი, რომელიც ჭუჭყს ფაქიზად აშორებს.
დახვეწილი, რბილი მასალისგან შექმნილ ქალის ფეხსაცმელს ნაზი წმენდის გარდა, ფაქიზი მოპყრობა სჭირდება ფორმის შენარჩუნებისთვის - ამაში ფეხსაცმლის მაშველი და ფორმის შესანარჩუნებელი დაგეხმარება. პატარების ფეხსაცმელი ცალკე ისტორიაა - ბავშვის ფეხსაცმელი ყველაზე სწრაფად ჭუჭყიანდება, ამიტომ მისთვის გამძლე გამწმენდები და კომფორტული ღაბაშებია იდეალური.
ფეხსაცმლის აქსესუარები კი გამოგადგება ძველი მოდელებისთვის ახლებული იერი მისანიჭებლად და შენი პერსონალური სტილის ხაზგასასმელად: მაგალითად, ფერადი ბაფთები ნაცნობ წყვილსაც კი სრულიად ახალ სახეს სძენს.
Dressup.ge-ზე ყველა ტიპის ფეხსაცმლის მოვლის საშუალებას მარტივად იპოვი ერთ სივრცეში და შეკვეთას სახლიდან გაუსვლელად შეძლებ. მოსახერხებელი ფილტრები დაგეხმარება წუთებში იპოვო პროდუქტი, რომელიც შენი ფეხსაცმლის მასალას ყველაზე უკეთ შეესაბამება, ჩვენი საკურიერო სერვისი კი შენ მიერ შერჩეულ ნივთს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანს.