სეზონების ცვლილებასთან ერთად, ალბათ გსურს, რომ სამოსი არა მხოლოდ თბილი და კომფორტული იყოს, არამედ ესთეტურად მიმზიდველიც. გარდერობის განახლებისას ხარისხი ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ ამავდროულად ბევრ ჩვენგანს უნდა, რომ სვიტრისა თუ ჟაკეტის დიზაინი ჩვენს ინდივიდუალიზმსაც გამოხატავდეს და განსხვავდებოდეს იმისგან, რაც უმეტესობას აცვია.

სწორედ მათთვის, ვინც რაღაც გამორჩეულს ეძებს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge-მ შექმნა ზამთრის ზედების ექსკლუზიური ონლაინ კოლექცია. აქ წარმოდგენილია მოდელები SANDRO, MAJE, DESIGUAL და სხვა ცნობილი ბრენდებისგან, რომლებსაც ვერც ერთ ფიზიკურ მაღაზიაში ვერ იპოვი.

აღმოაჩინე გამორჩეული ქალის სვიტერი და ჟაკეტი ექსკლუზიურად ონლაინ

თუ ცივი სეზონისთვის ხარისხიან ქალის ტანსაცმელს ეძებ, ამ კოლექციაში ყველაზე საინტერესო ვარიანტებს იპოვი ნებისმიერი სიტუაციისთვის. მაგალითად, ნატურალური რბილი ქსოვილის მოცულობითი სვიტერები ძალიან პრაქტიკულია ყოველდღიურად სატარებლად. მსხვილად ნაქსოვი ჟაკეტები კი სიმყუდროვისა და სითბოს განსაკუთრებულ შეგრძნებას ქმნის.

თუ მკაცრი დრეს-კოდი უნდა დაიცვა, თხლად ნაქსოვი სვიტერი საუკეთესო არჩევანია - ასეთ მოდელზე მარტივად მოიცვამ ქალის კლასიკურ პიჯაკს და, თუ კლასიკურ შარვალს შეუხამებ, საქმიანი გარემოს შესაბამისი, გემოვნებიანი ლუქიც უკვე მზადაა. ხოლო თუ, პირიქით, უფრო თავისუფალ სტილიში იცვამ, მაშინ ნებისმიერი ფასონის ქალის ჯინსი მშვენივრად შეეხამება ოდნავ ოვერსაიზ, ნაქსოვ ჯემპრს. ცუდ ამინდში თბილი ქალის ბათინკები ან ელეგანტური ტყავის ჩექმა შეუხამე და მთელი დღე კომფორტულად და დაცულად იქნები.

მარტივი ფილტრაციის სისტემის დახმარებით სულ რამდენიმე წუთში შეარჩევ იმ მოდელებს, მასალებსა თუ ფერებს, რომლებიც მოგწონს. მაგრამ თუ დარწმუნებული არ ხარ, რომელი მოდელი ან ზომა მოგერგება ყველაზე უკეთ, შეგიძლია ჩვენი ინოვაციური “მოირგე” სერვისით ისარგებლო. “მოირგეს” ფარგლებში თბილისის მასშტაბით შეგიძლია 10-მდე ნივთი (სხვადასხვა მოდელი და ზომა) გამოიწერო, რომელსაც ჩვენი კურიერი ადგილზე მოგიტანს. შემდეგ 20 წუთი დაგელოდება სანამ შენ ყველაფერს მოირგებ და გადაწყვეტ, რა გიხდება ყველაზე მეტად. იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელსაც იტოვებ - დანარჩენი კი კურიერს უკან მიაქვს, ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
კატეგორია
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას