ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის პირას დასვენებისას აუცილებლად დაგჭირდება  მსუბუქი და კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც წყალთან მეგობრობს. შლაპუნა სწორედ ასეთი ფეხსაცმელია - წამში ჩაიცვამ და მთელ დღეს კომფორტულად ატარებ, სახლში, აუზის პირზე თუ ზღვის სანაპიროზე.

სპეციალური წყლის ფეხსაცმელი ფეხს სველ, მოლიპულ ზედაპირებზე იცავს და საიმედო ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს შლაპუნებისა და აუზის ფეხსაცმლის მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან: Adidas, Nike, Puma, Calvin Klein, Tommy Hilfiger და სხვა. პლატფორმაზე განთავსებული თითოეული წყვილი 100%-ით ავთენტურია, უმაღლესი ხარისხის მასალისგან მზადდება და გათვლილია წლების განმავლობაში იყოს შენი საზაფხულო დასვენების თანამგზავრი.

შეიძინე გამძლე და ხარისხიანი აუზის ფეხსაცმელი ონლაინ და გაატარე დასვენება კომფორტულად

კლასიკური თხელზონრიანი შლაპუნა და უფრო ფართოზონრიანი სლაიდერი იდეალურია სანაპიროსა და აუზის ნაპირზე უდარდელი სიარულისთვის; წყალგამძლე, ხოლო თუ მრავალფუნქციურობა შენთვის მნიშვნელოვანია - სწრაფად საშრობი მასალები კი მათ ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელს ხდის.

მსუბუქი დიზაინისა და ხალისიანი ფერების გამო შლაპუნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზაფხულის ფეხსაცმლის მოდელია. თუ ხშირად ცურავ კლდოვან სანაპიროზე ან მოლიპულ აუზში, არჩევანი დახურულ წყლის ფეხსაცმელზე გააკეთე - ასეთი მოდელები ფეხების ნაზ კანს ყველაზე უკეთ იცავს

აუზის ფეხსაცმელები სანაპიროზე თანამედროვე ლუქის შესაქმნელადაც გამოგადგება - მას ადვილად შეუხამებ თანამედროვე ქალის საცურაო თეთრეულს და მსუბუქ ბამბის მოსასხამს. ჭრელი ფერები და თამამი დიზაინი კი საშუალებას გაძლევს მაქსიმალურად გაუსვა შენს პერსონალურ გემოვნებას ხაზი.

ჩვენი კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ მთელმა ოჯახმა უცებ შეძლოს ზღვისთვის მომზადება. ჩვენს ვებგვერდზე აღმოაჩენ კაცის საცურაო თეთრეულის კლასიკურ თუ თანამედროვე მოდელებსაც და ბავშვის სახალისო ვარიანტებსაც, როგორც ყველაზე პატარებისთვის, ისე მოზარდებისთვის. ნუ დაგავიწყდება აუზის აქსესუარებიც - ისინი აუცილებელია იმისთვის, რომ წყლის პირას დასვენება მაქსიმალურად სახალისო და კომფორტული იყოს.

იმისთვის, რომ დარწმუნდე - ახალი წყლის ფეხსაცმელი ფეხზე მართლაც იდეალურად ჯდება, თბილისის მასშტაბით შეგიძლია ისარგებლო ჩვენი “მოირგე” სერვისით. სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ ონლაინ გამოიწერე 10-მდე მოწონებული მოდელი, რომელსაც კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს. შემდეგ კურიერი 20 წუთს დაგელოდება, სანამ ყველაფერს მოირგებ და საუკეთესო ვარიანტს აარჩევ. შენ აანაზღაურებ მხოლოდ იმ წყვილის საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას