ბავშვთან ერთად მგზავრობა ყოველთვის განსაკუთრებული თავგადასავალია. თუმცა იმისთვის, რომ ყველაფერმა მხიარულად ჩაიაროს და არაფერზე ინერვიულო, საჭიროა წინასწარ მოემზადო და სწორი ნივთები შეარჩიო.
ხარისხიანი სამგზავრო ჩანთა, რომელიც შენს პატარას მოსწონს, მშვიდი მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ასე პირადი ნივთები საიმედო ადგილას ინახება, ხოლო ბავშვს კი დამოუკიდებლობის შეგრძნებას უჩენს და გზაც უფრო მხიარულად აღიქმება.
იმისათვის, რომ მგზავრობის პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო აღმოჩნდეს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge მომხმარებელს ბავშვის სამგზავრო ხაზის გამორჩეულ კოლექციას სთავაზობს. პლატფორმაზე წარმოდგენილია 100%-ით ავთენტური მოდელები ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისგან, როგორც Samsonite და American Tourister.
შეიძინე მრავალფეროვანი, უმაღლესი ხარისხის და გამორჩეული დიზაინის სამგზავრო ჩანთები ბავშვისთვის ონლაინ
ჩვენი კოლექცია ისე დავაკომპლექტეთ, რომ ყველა ასაკის ბავშვის მშობელს შეეძლოს თავისუფლად შეარჩიოს გემოვნებიანი და დახვეწილი სამგზავრო ჩანთა, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ თავად ბავშვს აქვს სურვილი პროცესში ჩაერთოს
მაგალითად, მოკლე გასეირნებებისა თუ ერთდღიანი ექსკურსიებისთვის იდეალური არჩევანია მსუბუქი ბავშვის ზურგჩანთა, რომელიც ზურგზე მყარად და მოხერხებულად ზის და პატარას ტარებისას არ აწუხებს. ასეთ მოდელებში ყველაზე უმცროსებს შეუძლიათ საყვარელი სათამაშოების ჩალაგება, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებს გზაში საჭირო წვრილმანების - წყლის ბოთლი, ხელსაწმენდები, ლანჩბოქსი და ა.შ. - დამოუკიდებლად ტარებაში დაეხმარება.
თუ შედარებით გრძელვადიანი მგზავრობისთვის უფრო მოქნილი ვარიანტია საჭირო, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი ნაჭრის სამგზავრო ჩანთა შესანიშნავი ალტერნატივაა. ხოლო უფრო ხანგრძლივი მოგზაურობისთვის კი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მყარი და გამძლე, მხიარული დიზაინის ბავშვის ჩემოდანი, რომლის გაგორება თქვენს შვილს დამოუკიდებლად შეეძლება - ასე მგზავრობა მისთვის ბევრად სახალისო გახდება.
პლატფორმაზე მარტივად აღმოაჩენ პრაქტიკული დიზაინის ბავშვის ჩანთას, ნებისმიერი დანიშნულებისთვის - მთავარია შენ და პატარა მოგზაურმა ერთად გადაწყვიტოთ რა იქნება თქვენთვის, ორივესთვის, ყველაზე კომფორტული. პარალელურად კი ნუ დაგავიწყდება სამოგზაუროდ აუცილებელი ბავშვის აქსესუარები, მაგალითად, თუ ზაფხულში მიდიხართ სამოგზაუროდ, აუცილებლად დაგჭირდება საიმედო ბავშვის მზის სათვალე და ხარისხიანი თხელი ქუდი, რათა სიცხეში შენი შვილი საიმედოდ იყოს დაცული თაკარა მზის სხივებისგან.
დაათვალიერე ჩვენი საბავშვო აქსესუარების კოლექციები და სახლიდან გაუსვლელად გაემზადე ახალი მოგზაურობისთვის. მოხერხებული მოდელების შერჩევა დაგეხმარება ყოველი ახალი მარშრუტი სასიამოვნო თავგადასავლად იქცეს.