კაცის სახლის ფეხსაცმელი ონლაინ

სახლის ფეხსაცმელში მთავარი კომფორტი და ხარისხია. ეს ის ფეხსაცმელია, რომელსაც ყველაზე ხშირად ხმარობ და, თან კონკრეტული მიზნით - უნდა ფეხები დაასვენო მანამ, სანამ თანამედროვე ცხოვრების დატვირთულ რეჟიმს თავიდან შეეჭიდები. ჩვენი მამაკაცის სახლის ფეხსაცმლის კატეგორია აერთიანებს ისეთ მოდელებს, როგორიცაა რბილი ჩუსტები, ღია სლაიდები (Slides), პრაქტიკული შლაპუნები და კომფორტული მიულები.

კატეგორიისთვის მოდელების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს: სახლის ფეხსაცმელში პრიორიტეტული ტერფის რელაქსაცია და რბილი ცვდომაა, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე იპოვით ათობით მოდელს ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორც Adidas, Lacoste, Gant, DKNY, Calvin Klein, Puma და Tommy Hilfiger. თითოეული ნივთი 100% ავთენტურია და გამოირჩევა მასალების გამძლეობით - იქნება ეს ანატომიური ძირის მქონე რეზინის სლაიდები აუზისთვის თუ თბილი, ტექსტილის ჩუსტები ზამთრის სეზონისთვის.

შეიძინე საუკეთესო მამაკაცის სახლის ფეხსაცმელი ონლაინ Dressup.ge-ზე

თუ მთელ დღეებს მამაკაცის კლასიკურ ფეხსაცმელში გაატარე, მაშინ ზუსტად იცი გარდერობის რამდენად მნიშვნელოვანია დეტალია კომფორტული ჩუსტები. ოქსოფრდები თუ ლოფერები ოფიციალური შეხვედრებისა და საქმიანი გარემოს განუყოფელი ატრიბუტია და რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს, დღის ბოლოს ფეხს ღლის. იმისთვის, რომ მეორე დღეს კვლავ შეძლო ამ ტიპის ფეხსაცმლის ტარება, დღის ბოლოს საჭირო განტვირთვასთვის კომფორტული რბილი ჩუსტები გჭირდება..

ამასთან, თუ გინდა არაფორმალურ გარემოში მაინც პრეზენტაბელურად გამოიყურებოდე, სახლის ფეხსაცმელი შეგიძლია მარტივად შეუხამო ჩვენს კატეგორიაში გამოტანილ  კომფორტული მამაკაცის სპორტულ ტანსაცმელს, ჰუდებსა და შორტებს, შლაპუნები კი - საცურაო თეთრეულს. ფერებისა და ტექსტურების სწორი კოორდინაცია ყოველდღიურ სამოსსაც კი გარკვეულ ხიბლს მატებს. ზოგადად, ჩვენი კოლექციისთვის მამაკაცის ტანსაცმელი ისე შევარჩიეთ, რომ ნებისმიერი გარემოსა თუ აქტივობისთვის მარტივად შეძლო ტრენდული ლუქის შექმნა.

ჩვენ ისიც გვესმის, რომ ფეხსაცმლის ონლაინ შეძენას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. ხშირად არ იცი კონკრეტული მოდელი ფეხზე როგორ მოგერგება ან ზომა თუ სწორად დაჯდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავნერგეთ ინოვაციური სერვისი „მოირგე“. შეგიძლია გამოიწერო 10-მდე სხვადასხვა ნივთი მოსაზომებლად. თბილისის მასშტაბით კურიერი ადგილზე მოგიტანს და დაგელოდება 20 წუთი, სანამ იზომებ. შენ ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთის საფასურს, რომელსაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას