თუ სპორტით აქტიურად ხარ დაკავებული და თანაც ქალური, დახვეწილი სტილის შენარჩუნება გსურს, ხარისხიანი, გამძლე მასალებისგან შექმნილი სპეციალური სპორტული კაბა ან ქვედაბოლო გჭირდება, რომელიც ნაზი, ქალური ესთეტიკის შესაქმნელად კომფორტსა და ფუნქციურობას არ კარგავს.
სპეციალური სპორტული კაბები მოძრაობის სრულ თავისუფლებას გაძლევს, ხარისხიან სუნთქვად ქსოვილებს იყენებს და, ამავდროულად, მოხდენილად გამოიყურება. ეს ახალი ტრენდი არ არის - მსგავსი ტანსაცმელი პოპულარულია ტენისში, პადელში, გოლფსა და ფიტნესშიც კი. ონლაინ მაღაზია Dressup.ge კი სტილური და ხარისხიანი სპორტული კაბებისა და ქვედაბოლოების საუკეთესო არჩევანს გთავაზობს, მსოფლიოში ცნობილი სპორტული მოდის სახლებისგან: Lacoste, Nike, Adidas, Puma, Calvin Klein, Guess, Tommy Hilfiger და ა.შ.
შეიძინე კომფორტული და მოდური სპორტული კაბა ონლაინ
კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ შენი საყვარელი აქტივობისთვის შესაფერისი მოდელი მაქსიმალურად მარტივად აარჩიო. სპორტული კაბა იდეალურია, თუ მინიმალისტური და ერთ სტილში გადაწყვეტილი ლუქები გიყვარს - ის ერთდროულად სპორტული ზედაცაა და ქვედაც. ბევრ მოდელს ჩაშენებული შორტიც აქვს, რაც ვარჯიშისას მეტ კომფორტსა და თავდაჯერებას გმატებს. შეგიძლია უბრალოდ გადაიცვა და უკვე მზად ხარ. ერთადერთი რაც უნდა შეუხამო - ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმელია.
სპორტული ქვედაბოლო კი მაშინ არის სწორი არჩევანი, როცა პირიქით, გსურს ლუქი მაქსიმალურად ორიგინალური და შენთვის სახასიათო იყოს. ქვედაბოლოს შენი გემოვნების მიხედვით შეგიძლია შეუხამო ჰარმონიული ან, პირიქით, მყვირალა და კონტრასტული ფერის სპორტული ზედა.
ლუქის მეტად პერსონალიზაციისთვის კი შეგიძლია პრაქტიკული და სტილური სპორტული აქსესუარები გამოიყენო - მაგალითად, ლამაზი აბადოკი, პრაქტიკული და თამამი მზის სათვალე ან ფერადი ბენდენა.
იმისთვის, რომ დარწმუნდე რომ მოდელი, რომელიც მოგეწონა, კომფორტულად მოგერგება, ონლაინ შოპინგისას ისარგებლე ჩვენი ინოვაციური „მოირგე“ სერვისით. “მოირგეს” ფარგლებში თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო 10-მდე ნივთი (სხვადასხვა ზომა, ფერი, მოდელი და ა.შ.). როდესაც კურიერი შეკვეთას მოგიტანს, ადგილზე 20 წუთი დაგელოდება, სანამ ყველა ნივთს არ მოირგებ. საბოლოოდ გადაიხდი მხოლოდ იმ მოდელების საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.