მზიან ამინდში ბავშვის უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვა დიდ ყურადღებას მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი სენსიტიური თვალების მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა. ეს პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან, ამიტომ ხარისხიანი მზის სათვალის შერჩევა ზაფხულში ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.
სწორად შერჩეული მზის სათვალე ბავშვის თვალების საიმედოდ დაცვის გარანტიაა. ეს კი, თავის მხრივ, დიდწილად განსაზღვრავს, რამდენად სრულყოფილად შეძლებს დასვენებას მთელი ოჯახი.
იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში სრულფასოვნად დასვენება შეძლოთ შენც და შენმა პატარამაც ონლაინ მაღაზია Dressup.ge გამძლე და ხარისხიანი მზის სათვალეების საინტერესო არჩევანს გთავაზობს. პლატფორმაზე განთავსებულია ავთენტური პროდუქცია ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისგან, მათ შორის ROXY, Quiksilver და LÄTT LIV. ამ ბრენდების მოდელები უკვე მრავალი წელია მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.
შეიძინე უმაღლესი ხარისხის მზის სათვალეები ბავშვისთვის ონლაინ
კოლექცია ისე დავაკომპლექტეთ, რომ უპრობლემოდ შეძლო შესაფერისი მოდელის შერჩევა იმისდა მიუხედავად, რამდენი წლისაა შენი შვილი. პლატფორმაზე განთავსებული ყველა ბავშვის სათვალე მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული და საიმედოდ ფილტრავს მზის სხივებს და ხელს უწყობს თვალის ჯანსაღ ფუნქციონირებას. ერგონომიული ჩარჩოები ძირითადად მსუბუქი და გამძლე ნეილონის მასალისგან მზადდება და ზედმეტი ზეწოლის გარეშე მაგრდება სახეზე, რათა აქტიური თამაშის დროსაც კი მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
თანაც, გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ფერადი ბავშვის სათვალეები იდეალური გზაა მოზარდის ინდივიდუალური სტილის გამოსახატად. ასორტიმენტში გვაქვს როგორც სახალისო ფორმების მოდელები პატარებისთვის, ისე უფრო ელეგანტური მაგრამ მკვეთრი ფერების ჩარჩოები, რომელიც იდეალურად ჯდება მოზარდის სტილში.
თუ ბავშვის საზაფხულო გარდერობის მომზადებას ახლა იწყებ, ნუ დაგავიწყდება სხვა დეტალებიც. მაგალითად, თუ წყალთან ახლოს დასვენებას აპირებ, აუცილებლად დაგჭირდება გამძლე და სწრაფად შრობადი ბავშვის საცურაო კოსტუმი.
სრულყოფილი ესთეტიკის შესაქმნელად დაათვალიერე პლატფორმაზე ბავშვის აქსესუარების სხვადასხვა კოლექცია - აქ მარტივად აღმოაჩენ ნივთებს, რომლებიც მოერგება როგორც საბავშვო, ისე მოზარდების საზაფხულო გარდერობს.
მეტიც, თუ დარწმუნებული არ ხარ, რამდენად მოირგებს შენი შვილი ამა თუ იმ აქსესუარს, შეგიძლია ჩვენი “მოირგე” სერვისით ისარგებლო. “მოირგეს” ფარგლებში იწერ 10-მდე სხვადასხვა ნივთს, რომელიც კურიერს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიაქვს. ბავშვი სახლიდან გაუსვლელად ირგებს ნივთებს და ერთად წყვეტთ, რისი დატოვება ღირს და რას - ვერ იხმარს. შენ ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რასაც იტოვებ, დანარჩენი კი კურიერს უკან მიაქვს.