ბავშვის საყვარელი წიგნი საუკეთესო მინიშნებაა, როცა კითხვის მყუდრო კუთხეს აწყობ. მისი ყდიდან ერთი ფერი შეარჩიე და იგივე ტონალობა გაიმეორე ხალიჩაში ან სურათის ჩარჩოში. თუ წიგნები ღია თაროზე აწყვია, მათ გვერდით ერთი სანათიც სრულიად საკმარისია, რომ კუთხეს ხასიათის შესძინოს და ახალი წიგნებისთვისაც დარჩეს თავისუფალი ადგილი.

Atmosphera-ს კოლექციაში იპოვი ნივთებს, რომლებსაც ბავშვის ოთახში პრაქტიკული დანიშნულება აქვს. კალათა სავარძელთან დადგი, თუ საღამოობით იქ კითხულობთ, ან სათამაშო ხალიჩასთან მიუჩინე ადგილი, რათა თამაშის დასრულების შემდეგ ნივთების დამოუკიდებლად ჩალაგება ბავშვსაც მარტივად შეეძლოს. კალათის შერჩევისას გაითვალისწინე სათამაშოების ზომა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასში დიდი ზომის რბილი სათამაშოების მოთავსებას აპირებ.

საძინებლის დეკორი კითხვისა და თამაშის კუთხისთვის

კომოდზე ნივთების განლაგებისას, ჯერ ყველაზე მაღალს შეურჩიე თავისი ადგილი. სარკის გვერდით პატარა საბავშვო ყულაბა კარგად გამოჩნდება, თუ მის უკან კედელს თავისუფალს დატოვებ. თაროზე განთავსებისას კი, ყულაბის თავზე იმდენი სივრცე დატოვე, რომ მონეტის ჩასაგდებად ყოველ ჯერზე მისი გადმოღება არ დაგჭირდეს.

თუ საძინებლის დეკორს ბავშვის ნახატით ავსებ, ჩარჩოს შერჩევამდე ფურცლის ზუსტი ზომა შეამოწმე. ჩარჩოს გარე ზომა გიჩვენებს, რა ადგილს დაიკავებს კედელზე, შიდა ღიობი კი განსაზღვრავს, ნახატის რომელი ნაწილი გამოჩნდება. ეს დეტალი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა ბავშვის ხელმოწერა ან თარიღი ფურცლის კიდესთან ახლოს არის.

შეარჩიე საბავშვო საძინებლის დეკორი სახლიდან გაუსვლელად

ფოტოზე ორ სანათს შეიძლება იდენტური ფორმა ჰქონდეს, მაგრამ პატარა ტუმბოზე მოთავსებისას ერთ-ერთმა გაცილებით მეტი ადგილი დაიკავოს. Dressup.ge-ზე სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერებ ფოტოებს და შეადარებ მითითებულ ზომებს.

ხოლო „მოირგე“ სერვისი საშუალებას მოგცემს, შეძენამდე დეკორი პირდაპირ სახლში დაათვალიერო, ნახო, როგორ ეწყობა მისი ფერი ხალიჩას, ფარდებსა თუ ავეჯს და საბოლოოდ გადაიხადო მხოლოდ იმის საფასური, რასაც დაიტოვებ. თუ ბავშვის საძნებლის მოსაწყობად ნივთები უკვე შეარჩიე, Express Delivery შერჩეული დეტალების დაჩქარებულად მიღებაში დაგეხმარება.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორიები
სქესი
მეტი ნაკლები
ბავშვის ასაკი
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
₾ ₾
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას