საფულე მხოლოდ ფულისა და ბარათების შესანახი ნივთი არ არის. ის შენი სტილის და ხასიათის გამომხატველი აქსესუარია. Dressup.ge-ზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კოლექციებს აღმოაჩენ. აქ დაგხვდება Michael Kors-ის, Tommy Hilfiger-ის, GUESS-ის, Calvin Klein-ის, s.Oliver-ისა და სხვა ბრენდების საფულეები, რომლებიც ყველა გემოვნებას და საჭიროებას ერგება.

როგორ შევარჩიოთ იდეალური ქალის საფულე?

არჩევანის გაკეთება მარტივია, როცა იცი, რას ეძებ. თუ ბევრი ნივთის ტარება გიყვარს, კლასიკური, ტევადი მოდელი საუკეთესო ვარიანტია. ასეთი ტყავის საფულეები იდეალურად მოთავსდება შენს საყვარელ დიდ ჩანთაში. მინიმალიზმის მოყვარულებისთვის კი კომპაქტური ბარათების ჩასადები ან პატარა ზომის საფულეები საუკეთესო არჩევანია, ისინი ნაკლებ ადგილს იკავებს და ძალიან პრაქტიკულია.

კარგი აქსესუარი ხარისხთან ასოცირდება. ამიტომ გთავაზობთ მოდელებს, რომლებიც დიდხანს გაგიძლებს. ჩვენს კოლექციაში ნახავ როგორც ნატურალური ტყავის საფულეებს, ასევე თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან დამზადებულ ვარიანტებს. თითოეული ტყავის საფულე ქალის გარდერობს განსაკუთრებულ შტრიხს სძენს. წარმოიდგინე, როგორ ავსებს შენს სტილს სწორად შერჩეული საფულე, რომელსაც მარტივად შეუხამებ საყვარელ ქალის სათვალეს ან შარფს.

შეიძინე ქალის საფულე ონლაინ Dressup.ge-ზე

ჩვენი მიზანია, შეძენის პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ. შეარჩიე სასურველი მოდელი სახლიდან გაუსვლელად და ჩვენ მას საქართველოს ნებისმიერ წერტილში სრულიად უფასოდ მოგიტანთ. შენაძენის გაკეთება ჩვენს ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე ძალიან მარტივი და სასიამოვნოა. შეამოწმე კოლექცია და იპოვე აქსესუარი, რომელიც შენს სტილს სრულყოფილს გახდის.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას