ცურვა ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და, თან, სასარგებლო აქტივობაა, წელიწადის დროის მიუხედავად. იმისთვის კი, რომ აუზში კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნო თავი, სწორი აღჭურვილობა გჭირდება. საცურაო ქუდი თმას წყლისა და ქლორისგან იცავს, თავზე მჭიდროდ ზის და ცურვას უფრო მოხერხებულს ხდის. სათვალესაც მსგავსი, დამცავი როლი აქვს - თვალს ქლორისგან იფარავს, რომ წყალქვეშ თავისუფლად, გახელილი თვალით შეძლო ცურვა.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს საცურაო ქუდებისა და სათვალეების არჩევანს, მათ შორის ფერად, მხიარული დიზაინის მოდელებს, რომლებიც სპეციალურად ყველაზე პატარებისთვის შეიქმნა და ბავშვს ცურვას აუცილებლად შეაყვარებს.

შეიძინე ხარისხიანი, ფერადი საცურაო ქუდი და სათვალე ონლაინ

კოლექციაში სხვადასხვა დიზაინის მოდელი შეგხვდება, მკვეთრი, ხასხასა ფერებიდან საყვარელ მულტიპლიკაციურ მოტივებამდე. სათვალეები კანისთვის უსაფრთხო, რბილი მასალისგანაა დამზადებული და სახეს ისე ეკვრის, რომ წყალს შიგნით არ ატანს. ქუდები გამძლე, ელასტიკური მასალისგან მზადდება, რომელიც თავზე მჭიდროდ ზის და თმას მაქსიმალურად იცავს, მაგრამ არ გაჭერს და დისკომფორტს არ ქმნის.

თუ ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად ემზადები ან უბრალოდ აპირებ მომავალში მეტი დრო გაატარო აუზზე, მაშინ საცურაო ქუდისა და სათვალის გარდა აუცილებლად დაგჭირდება კომფორტული საცურაო კოსტიუმი და სპეციალური შლაპუნა (აუზის ფეხსაცმელი). ხოლო თუ წყლის პირას დროის გატარებას ოჯახის პატარა წევრებთან ერთად აპირებ, აუცილებლად დაათვალიერე აუზის აქსესუარების კოლექცია, რომელიც მათ დროს მხიარულად გატარებაში დაეხმარება.

ჩვენი პლატფორმის დახმარებით საუკეთესო საცურაო ქუდსა თუ სათვალეს სახლიდან გაუსვლელად შეარჩევ. მარტივი ფილტრაციის სისტემის საშუალებით შეგიძლია ნივთები ბრენდის, ფერისა და დიზაინის მიხედვით დაახარისხო და სულ რამდენიმე წუთში აარჩიო საუკეთესო ვარიანტები. შენაძენს კი ჩვენი კურიერი უმოკლეს დროში მოგიტანს საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას