ფეხბურთის ბუცი კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობაა - სწორად ის განსაზღვრაგვს რამდენად მძლავრი იქნება ბურთთან კონტაქტი, სწრაფი - რეაქცია და მკვეთრი - აჩქარება.
სწორად შერჩეული ბუცები ფეხზე მყარად ზის, საიმედო ჩაჭიდებას გაძლევს და ყოველ მოძრაობას უფრო ზუსტს ხდის - სტადიონზე იქნები თუ სავარჯიშო მოედანზე. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ფეხბურთის ბუცების არჩევანს მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდებისგან: Nike, Adidas, და სხვა.
შეიძინე შენი თამაშის სტილზე მორგებული ბუცები ონლაინ
ბუცის შერჩევისას მთავარია, გაითვალისწინო, როგორ საფარზე თამაშობ. ბუნებრივ ბალახზე უკეთ მუშაობს გრძელი, მკვეთრი ეკლები (FG), ხელოვნურ ან შერეულ მოედანზე კი - მოკლე, მჭიდროდ განლაგებული ეკლები (MG/TF), რომლებიც დატვირთვას თანაბრად ანაწილებს.
ნაიკის ბუცები ხშირად მსუბუქი კონსტრუქციით გამოირჩევა, რომელსაც ბურთის უფრო ზუსტი შეგრძნება აქვს - მათთვის, ვინც ტექნიკური მხარით ინტერესდება, ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ადიდასის ბუცები უფრო მრავალფეროვანია. კოლექციაშია როგორც სიჩქარეზე ორიენტირებული F50, ისე უფრო ზუსტ კონტროლზე გათვლილი Predator.
თუ დარბაზში ან მყარ საფარზე ვარჯიშობ, შესაძლოა გასახურებლად ბუცის ნაცვლად სტანდარტული სავარჯიშო ფეხსაცმელი უფრო გამოგადგეს. ჩვენი სპორტული ფეხსაცმლის კოლექცია გათვლილია ყველა ტიპის სპორტსმენს მარტივად აპოვნინოს სპეციალურად მის ვარჯიშზე მორგებული მოდელი - იქნება ეს უბრალოდ ეზოში ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერთად თუ სერიოზული მატჩისთვის მომზადება. სრული ეკიპირებისთვის შეგიძლია შეუხამო მსუბუქი, სუნთქვადი სპორტული მაისური და მოხერხებული სპორტული შორტები რათა ვარჯიშისას მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო თავი და მოძრაობის სრული თავისუფლება გქონდეს.
კარგი თამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუცი ფეხზე იდეალურად დაჯდეს. ჩვენი ინოვაციური სერვისი „მოირგეს“ ფარგლებში გამოიწერე 10-მდე მოდელი, რომელსაც კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს. კურიერი 20 წუთს დაგელოდება, სანამ ყველაფერს მშვიდად მოირგებ და საუკეთესოს აარჩევ. შენ აანაზღაურებ მხოლოდ იმ მოდელების საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.