დარბაზში ვარჯიშისთვის ფეხსაცმლის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო ისეთ ასპექტებს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ წონებით ვარჯიშობ, აუცილებელია ფეხს მყარი, სტაბილური საყრდენი ჰქონდეს, ხოლო თუ უპირატესობას მაღალი ინტენსიობის კარდიოს ანიჭებ და სწრაფ მოძრაობებს აკეთებ, საჭიროა ფეხსაცმელს გვერდითი მხარდაჭერა და საიმედო ჩაჭიდება ჰქონდეს.
სწორედ ამიტომ სავარჯიშო ფეხსაცმელი ცალკე დამოუკიდებელი კატეგორიაა, რომელიც კონკრეტულ დატვირთვებზეა გათვლილი. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს დარბაზის ფეხსაცმლის მრავალფეროვან ავთენტურ კოლექციას მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან: Nike, Adidas, Puma, Reebok, Fila და ა.შ.
შეიძინე ზუსტად ისეთი დარბაზის ფეხსაცმელი ონლაინ, რომელიც შენს ვარჯიშს მაქსიმალურად მოერგება
ჩვენი კოლექცია გათვლილია ყველა ტიპისა და ინტენსიობის ვარჯიშს მაქსიმალურად მოერგოს. პლატფორმაზე მარტივად შეარჩევ მოდელს იმის მიხედვით, თუ როგორ ვარჯიშობ. ფიტნესისა და ინტენსიური HIIT ვარჯიშისთვის გამოგადგება მსუბუქი, კარგად ამორტიზებული სავარჯიშო ფეხსაცმელი. თუ წონებით ვარჯიშობ, დაგჭირდება დაბალი, მყარი ძირის მქონე მოდელი, რომელიც ფეხს დააფიქსირებს და საყრდენ ზედაპირთან სტაბილურ კონტაქტს უზრუნველყოფს. რეგულარული კარდიოსთვის სპეციალური სარბენი ბოტასები ყველაზე უკეთ გამოგადგება, ხოლო სპორტული თამაშებისთვის კი, როგორიცაა კალათბურთი ან ფეხბურთი, გვაქვს გამაგრებული, კარგად ჩამჭიდებელი ვარიანტები და სპეციალიზებული ბუცებიც.
დარბაზში უსაფრთხო ვარჯიში დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ჯდება ფეხსაცმელი ფეხზე, როცა შედარებით რისკიან მოძრაობას აკეთებ ან კიდურებს ინტენსიურად ტვირთავ. სპეციალიზებული სპორტული ფეხსაცმელი თითოეული აქტივობისთვის ოდნავ განსხვავებული კალაპოტით იქმნება, რათა კონკრეტული ტიპის ვარჯიშისას მაქსიმალური ჩაჭიდება და მხარდაჭერა მიიღო.
თუ ფეხსაცმელს არა მხოლოდ ფუნქციურობის გამო ყიდულობ და დარბაზის გარეთ ტარებასაც აპირებ, ყურადღება მიაქციე მასიურ, მაღალძირიან მოდელებს - ის სპორტულ კომფორტს თამამ ვიზუალს უხამებს. ბადისებრი ზედაპირის მქონე სუნთქვადი მოდელი კი, პარალელურად, იდეალური საზაფხულო ფეხსაცმელია, რადგან კანს ინტენსიური დატვირთვის დროსაც გადახურებისგან იცავს.
ვარჯიშისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა დარბაზის ფეხსაცმელი ფეხზე იდეალურად დაჯდეს. იმისთვის, რომ სპორტული ფეხსაცმლის ონლაინ შოპინგის პროცესი გაგვემარტივებინა, დავნერგეთ ინოვაციური სერვისი „მოირგე“: მის ფარგლებში შეგიძლია გამოიწერო 10-მდე მოდელი, რომელსაც კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს. შემდეგ კურიერი 20 წუთს დაგელოდება, სანამ ყველა ფეხსაცმელს მშვიდად მოირგებ. საბოლოოდ აანაზღაურებ მხოლოდ იმ მოდელის საფასურს, რომელიც ყველაზე უკეთ მოგერგება და დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.