ყველა სპორტის მოყვარულმა იცის, რომ თუ გინდა თამაშის დროს მაქსიმალური სიამოვნება მიიღო, მაშინ ხარისხიანი და გამძლე აღჭურვილობა უნდა შეარჩიო. ნამდვილი გულშემატკივრისა და მოყვარული მოთამაშისთვის მაღალი ხარისხის ინვენტარი სპორტის განუყოფელი ნაწილია და დიდწილად განსაზღვრავს რამდენად კმაყოფილი იქნება მატჩის ბოლოს.

ხარისხიანი, პროფესიონალური დონის ბურთი მოთამაშეებს მოედანზე ზუსტი მანევრების შესრულებაში ეხმარება და ნებისმიერ მატჩს ბევრად უფრო სასიამოვნოს და დინამიკურს ხდის. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ბურთების გამორჩეულ კოლექციას მსოფლიოში მოწინავე სპორტული ბრენდებისგან: Adidas, Hummel, PUMA და ა.შ. ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი თითოეული მოდელი გამოირჩევა გამძლეობით და შექმნილია იმისთვის, რომ მოედანზე თამაშისას მაქსიმალურად ეფექტური იყოს.

შეიძინე ცნობილი ბრენდის ორიგინალი ბურთი ონლაინ

თუ შენთვის მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში თავისუფალი დროის გატარების საყვარელი გზაა, კარგი ხარისხის ფეხბურთის ბურთი საუკეთესო შენაძენი იქნება, პროფესიონალური სტანდარტებით შექმნილი ბურთით თამაში გაცილებით უფრო სასიამოვნოა და მატჩის ხარისხიც ახალ დონეზე აყავს. კოლექციაში გვაქვს Adidas ორიგინალი ბურთი, რომელიც ზუსტი ტრაექტორიითა და უმაღლესი საიმედოობით გამოირჩევა.

ისიც ნუ დაგავიწყდება, რომ ბურთი კარგი თამაშის მხოლოდ ერთი - თუმცა უმნიშვნელოვანესი! - ელემენტია. მოედანზე მაქსიმალურად ეფექტური რომ იყო, გჭირდება შესაბამისი ეკიპირებაც, ჩვენს ვებსაიტზე მარტივად შეარჩევ მაღალი ხარისხის სპორტულ ტანსაცმელს - როგორც ცალკეულ მაისურებსა და შორტებს, ისე სპორტულ ორეულებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო თავი მაშინაც კი, თუ რამდენიმე საათი შეუჩერებლად დარბიხარ. ტრავმების თავიდან ასარიდებლად კი აუცილებლად დაგჭირდება ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმელი. თუ ფეხბურთს მოედანზე თამაშობ, მაშინ აუცილებლად გამოგადგება კომფორტული ფეხბურთის ბუცები, რომლებიც მოჭიდებას საგრძნობლად აუმჯობესებს. მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ ბუცები კონკრეტული საფარისთვის იქმნება - თუ ბურთს ეზოში ასფალტზე ან დახურულ დარბაზში დასდევ, მაშინ სტანდარტული გამძლე კედი შიპების გარეშე უკეთესი არჩევანი იქნება.

ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ ონლაინ შოპინგი Dressup.ge-ზე მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. მოქნილი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება საუკეთესო ბურთი თუ სხვა ეკიპირება სახლიდან გაუსვლელად შეარჩიო. ჩვენი კურიერი კი იზრუნებს იმაზე, რომ შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში მიიღო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას