მათთვის, ვინც გამორჩეულ მოდელებს ეძებს, შევქმენით განსაკუთრებით საინტერესო კოლექცია, სადაც ჩვენი პარტნიორი ბრენდების ყველაზე საინტერესო მაისურები და ტოპები გავაერთიანეთ.
ეს კოლექცია ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს ონლაინ ექსკლუზივია და სპეციალურად მათთვისაა შექმნილი, ვისაც მეტი ინდივიდუალური შტრიხის შეტანა სურს თავის გარდერობში. წარმოდგენილი კოლექცია აერთიანებს ზედატანებს ბრენდებისგან, რომელიც მთელი მსოფლიოს მოდის მოყვარულებისთვის სტილთან, ხარისხთან და ინდივიდუალიზმთან ასოცირდება: Desigual, SANDRO, MAJE, Nike, Selected, და ა.შ.
აღმოაჩინე გამორჩეული მაისურებისა და ტოპების კოლექცია ონლაინ
ამ კოლექციაში წარმოდგენილი ქალის ტანსაცმელი გათვლილია ყველა სეზონსა და სიტუაციას იდეალურად მოერგოს. ყოველდღიური გამოყენებისთვის შეგიძლია დაათვალიერო მაღალი ხარისხის მასალებისგან შექმნილი ტრენდული მინიმალისტური მაისურები, ხოლო თუ სპორტით აქტიურად ხარ დაკავებული ან სალაშქროდ წასვლას აპირებ, მაშინ ყურადღება მიაქციე მოდელებს ისეთი ბრენდებისგან, რომლებიც სპეციალურად გარე აღჭურვილობაზე სპეციალიზდება, მაგალითად Jack Wolfskin ან Fjällräven.
სიტუაციის მიხედვით, ზედატანს აუცილებლად უნდა შეუხამო შესაბამისი ქვედა სამოსიც. ჩვენს საიტზე მარტივად აღმოაჩენ როგორც ელეგანტურ ქალის შარვლებს კლასიკური ლუქისთვის, ისე პრაქტიკულ ქალის ჯინსებს თავისუფალი ყოველდღიური სტილისთვის, რომლებიც ამ კოლექციაში წარმოდგენილ მაისურებს და ტოპებს იდეალურად ეხამება. ვიზუალის სრულყოფისთვის კი აუცილებლად გადახედე ჩვენს ქალის ფეხსაცმლის კოლექციასაც, სადაც მარტივად იპოვი, როგორც სპორტული მოდელების, ისე კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების დიდ არჩევანს.
კომფორტული შოპინგისთვის დავნერგეთ ინოვაციური სერვისი „მოირგე“, რომელიც საშუალებას გაძლევს სახლიდან გაუსვლელად დატესტო რომელი ზომა თუ ფასონი გერგება ყველაზე უკეთ. თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო 10-მდე სხვადასხვა ნივთი (მოდელი თუ ზომა), რომელსაც ჩვენი კურიერი უმოკლეს დროში მოგიტანს. შემდეგ ადგილზე 20 წუთი დაგელოდება, სანამ შენ შერჩეულ ნივთებს ირგებ. საბოლოოდ, აანაზღაურებ მხოლოდ იმ მაისურების საფასურს, რასაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.