ყვავილები სახლს სითბოს, ფერსა და სიცოცხლეს მატებს, თუმცა მათ სილამაზეს დიდწილად ლარნაკი განსაზღვრავს. კარგად შერჩეული ლარნაკი ცარიელიც კი ოთახის მთავარი აქცენტი შეიძლება გახდეს, იქნება ეს მისაღების მაგიდაზე, თაროზე თუ ფანჯრის რაფაზე. ამ კატეგორიაში თავმოყრილია სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის ლარნაკები, რომლებიც როგორც მინიმალისტურ, ისე კლასიკურ ინტერიერს მოერგება.

ლარნაკი ონლაინ

ზოგჯერ ერთი სწორად შერჩეული დეტალიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ინტერიერი სრულიად შეიცვალოს და ახალი სახე მიიღოს. ლარნაკი ერთ-ერთი ასეთი სივრცის შემვსები ელემენტია. სწორი დიზაინის შერჩევის შემთხვევაში ის არა მხოლოდ ყვავილების სათავსოს ფუნქციის შემსრულებელია, არამედ ბინაში ესთეტიკური ნოტიც შეაქვს.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ხარისხითა და ორიგინალური დიზაინებით გამორჩეულ ევროპული ბრენდების, ისეთის, როგორც LAETITIA ROUGET, Athezza, Madam Stoltz, Chehoma და Mica Decorations ლარნაკების გამორჩეულ კოლექციას, სადაც თითოეულს შეუძლია შენს უნიკალურ გემოვნებასა და სტილს გაუსვას ხაზი.

შეიძინე დეკორატიული ლარნაკები ონლაინ

ინტერიერის გაწყობისას გადამწყვეტი არ აქვს მნიშვნელობა, კონტრასტული სტილი გიზიდავს თუ ჰარმონიული. სწორედ ამიტომ არის ლარნაკი ასე მიმზიდველი ინტერიერის ტრანსფორმაციის მოყვარულთათვის - ახალი დიზაინის ლარნაკს შეუძლია სრულიად ახალი სახე მისცეს სივრცეს. წარმოიდგინე, როგორ ირეკლავს შუშის ან პრიალა კერამიკის ლარნაკი სინათლეს, როდესაც მასზე რბილი კედლის განათება ეცემა. ეს მცირე ვიზუალური ეფექტი ოთახში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და მას ბევრად უფრო თბილსა და სტუმართმოყვარეს ხდის.

Dressup.ge-ზე მარტივად შეძლებ შენი სივრცისთვის იდეალური აქსესუარების პოვნას. ჩვენს კატალოგში დაგხვდება სხვადასხვა მასალის ლარნაკები (მინის, ფაიფურის, ტერაკოტასა თუ მეტალის), რომელიც ნებისმიერი სტილის დიზაინს მოერგება. მაგალითად, დიდი, მასიური მოდელები იდეალურია ოთახის ცარიელი კუთხეების შესავსებად, ხოლო მომცრო ზომის, ფერადი ვარიანტები შესანიშნავად დაამშვენებს ყავის მაგიდას თუ კედლის თაროს.

დღესდღეობით შენი სახლის ესთეტიკაზე ზრუნვა უკვე სახლიდან გაუსვლელადაც მარტივად შეგიძლია. დაათვალიერე ჩვენი კოლექცია, გამოიყენე მოსახერხებელი ფილტრები სასურველი ფერის, ბრენდისა და ფასის მოდელის შესარჩევად და ისარგებლე  სწრაფი მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
₾ ₾
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
მოცულობა
მეტი ნაკლები
წონა
მეტი ნაკლები
სანთლის წვის დრო
მეტი ნაკლები
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
წიგნის ავტორი
მეტი ნაკლები
წიგნის ენა
წიგნის ყდა
გვერდების რაოდენობა
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას