თუ ტანსაცმელი შენთვის თვითგამოხატვის ფორმაა და ყოველთვის რამე განსხვავებულს ეძებ, ალბათ ხდება ისეც, რომ მაღაზიებში რთულია შენი გემოვნების შესაფერისი მოდელების პოვნა. ჩვენ კი ვთვლით, რომ თვითგამოხატვა მოდის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა. ამიტომ ჩვენი პარტნიორი ბრენდების გამორჩეული პერანგები და ბლუზები სპეციალურად ერთ სივრცეში შევკრიბეთ.
ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს ექსკლუზიურ ონლაინ კოლექციაში წარმოდგენილია ისეთი ზედები, რომლებსაც ვერც ერთ ფიზიკურ მაღაზიაში ვერ ნახავ. აქ სახლიდან გაუსვლელად იშოპინგებ ბრენდებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია მოდის მოყვარულებში ხარისხთან და თვითგამოხატვასთან ასოცირდება: MAJE, DESIGUAL, Fjällräven, Selected და ა.შ. და თითოეული მოდელი გათვლილია შენი ინდივიდუალური ხასიათი ზუსტად წარმოაჩინოს.
შეიძინე გამორჩეული დიზაინის პერანგები და ბლუზები ონლაინ
ჩვენი კოლექციის მრავალფეროვნება გათვლილია ყველა ცხოვრებისეული სიტუაციისთვის შეძლო შესაფერისი ზედის შერჩევა, იქნება ეს თამამი დიზაინის ბლუზა მეგობრებთან ერთად გასართობად თუ ელეგანტური პერანგი საქმიანი შეხვედრისთვის. ქალის გამოსასვლელი ზედების დიდი არჩევანი ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში დაგეხმარება მაქსიმალურად გაუსვა შენს პიროვნულ სტილს ხაზი ისე, რომ თან ყველას დაამახსოვრდე და, თან, სრულად თანხვედრაში იყო დრეს-კოდთან.
თამამ ზედატანს აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ქვედა. კლასიკური და საქმიანი ლუქის შეკვრა თუ გსურს, მაშინ კლასიკური ქალის შარვალი საუკეთესო არჩევანია. ის შეგიძლია დაუწყვილო თამამ ბლუზას უფრო კონტრასტული ლუქისთვის, ან, პირიქით, კლასიკურ პერანგს, თუ გჭირდება ელეგანტურად გამოიყურებოდე. უფრო თავისუფალი სტილის მოყვარული თუ ხარ, მაშინ კლასიკური ჯინსის შარვალი ან ქვედაბოლო დაუწყვილე ელეგანტურ გამოსასვლელ ზედას - ასეთი ლუქი კომფორტულიცაა და, კონტრასტის ხარჯზე, გამორჩეულიც, ასე რომ ყველა შეამჩნევს. მაქსიმალურად ეფექტური ვიზუალის მისაღებად, შეგიძლია ფეხზე კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა, რომელიც ჯინსთან კონტრასტს ქმნის, მაგრამ ზედასთან ჰარმონიაშია.
იმისთვის, რომ ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, დავნერგეთ ინოვაციური სერვისი „მოირგე“. თბილისის მასშტაბით, შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად დატესტო რომელი ზომა თუ ფასონი გერგება ყველაზე უკეთ. გამოიწერე 10-მდე სხვადასხვა ნივთი (მოდელი თუ ზომა). შეკვეთას ჩვენი კურიერი უმოკლეს დროში მოგიტანს და ადგილზე 20 წუთი დაგელოდება, სანამ შენ შერჩეულ ნივთებს ირგებ. საბოლოოდ, აანაზღაურებ მხოლოდ იმ პერანგის თუ ბლუზის საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.