საკურიერო სერვისები

ამ დროისთვის აქტიურია 5 მიწოდების მეთოდი:

1. სტანდარტული მიტანის სერვისი

თბილისში პროდუქციის ჩაბარება ხდება 1-3  კალენდარულ დღეში, ხოლო რეგიონებში მიწოდების ვადები განისაზღვრება 2-5 სამუშაო დღით. სერვისი უფასოა

სტანდარტილი მიწოდების სერვისი, დროის შერჩევით:

  • მეორე დღეს მიწოდება (შერჩეულ დროის ინტერვალში) - 4.95₾
  • მესამე დღეს მიწოდება (შერჩეულ დროის ინტერვალში) - 3.95₾
  • მეოთხე დღეს მიწოდება (შერჩეულ დროის ინტერვალში) - 1.95₾

2. სწრაფი მიტანა

სწრაფი მიწოდების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ერთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში. სასურველ ნივთს მიიღებთ შეძენიდან მაქსიმუმ 3 საათში. ღირებულება შეადგენს 19.95₾

3. სწრაფი მიტანა (ონლაინ ექსკლუზივის პროდუქტების)

სწრაფი მიწოდების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მასშტაბით, მხოლოდ ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიიდან, ულიმიტო რაოდენობის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში. სასურველ ნივთს მიიღებთ შეძენიდან მაქსიმუმ 3 საათში. ღირებულება შეადგენს 19.95₾

4. მოირგე

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ საიტზე მაქსიმუმ 10 ნივთი, გააფორმოთ შეკვეთა და წინასწარ გადაიხადოთ მხოლოდ ტრანსპორტირების საფასური.

კურიერი მოგაწვდით შერჩეულ პროდუქციას, დაგელოდებათ 20 წუთის განმავლობაში, რომ მოირგოთ თქვენთვის სასურველი მოდელები და გადაიხადოთ ადგილზე მხოლოდ შერჩეული პროდუქციის ღირებულება, ტერმინალის დახმარებით. სერვისი მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით

  • "მოირგე" სტანდარტული (1-3 კალენდარულ დღე) - 6.95₾
  • "მოირგე" შერჩეული დროით და ინტერვალით - 9.95₾ 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფასიანი საკურიერო სერვისის არჩევისას, მომხმარებელი თავად იღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებულ დროის მონაკვეთში კურიერთან კონტაქტზე ყოფნასა და მისამართზე დახვედრაზე. თუ კურიერმა შეასრულა პირობა, გამოცხადდა მისამართზე, მაგრამ მიწოდება ვერ განხორციელდა მომხმარებლის მიზეზით (არ დახვდა ადგილზე, არ უპასუხა სატელეფონო ზარებს და ა.შ.), არჩეული ფასიანი სერვისის (მაგ. სწრაფი მიწოდების) საფასური უკან არ ბრუნდება, ვინაიდან მომსახურება კომპანიის მხრიდან ითვლება ჯეროვნად შესრულებულად.

ნივთის ხელახალი გაგზავნა მოხდება სტანდარტული (უფასო) მიწოდების პირობებითა და ვადებით, ან მომხმარებლის მოთხოვნით ხელახალი ფასიანი სერვისის საშუალებით, რომელიც დაექვემდებარება დამატებით ანაზღაურებას.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას