Moirge AI პერსონალურ მონაცემთა გაზიარება

კომპანია შპს „თრეიდლაინ“-ის (ს/კ: 203827449, შემდგომში „კომპანია“) „მოირგე დრესაპი“-ს სერვისის გამოყენებისთვის, საჭიროა მომხმარებელმა ვებგვერდზე ატვირთოს საკუთარი ფოტო, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით ხორციელდება მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტოს ანალიზი  www.dressup.ge-ზე არჩეულ პროდუქციის ვირტუალური მორგების სიმულაციისთვის. 

„მოირგე დრესაპზე“ ფოტოს ატვირთვის შემთხვევაში, მომხმარებლის ბიომეტრიული მონაცემები (ფოტო-სურათი და მასზე არსებული გამოსახულება) დამუშავდება მხოლოდ მიმდინარე სესიის განმავლობაში მანამ, სანამ მომხმარებელი არ დაასრულებს სესიას (არ ჩახურავს ვებგვერდს). მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტო-სურათი არ გამოიყენება სხვა მიზნებისთვის, რაც არ არის მითითებული წინამდებარე დოკუმენტში, არ ინახება კომპანიის სერვერზე, იშლება სესიის დასრულებისთანავე და არ ხდება ფოტოების და „მოირგე დრესაპი“-ს ისტორიის არქივაცია.

„მოირგე დრესაპი“-ს ფუნქციონალი იყენებს მესამე მხარის, Google-ის ფასიან სერვისს და ამ ფუნქციონალის გამოყენების დროს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მომხმარებლის ფოტო დამუშავდება Gemini API-ის მიერ იმის დასადასტურებლად, რომ მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტო გამოსახულება არ არღვევს Google-ის პოლიტიკის რომელიმე წესს (ლინკი: “აკრძალული გამოყენების პოლიტიკის”). შემოწმების შემდგომ, Google-ი შლის მომხმარებლის მიერ ატვირთულ გამოსახულებას და აღარ ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შენახვას და დამუშავებას, ასევე არ ხდება ფოტოების არქივაცია. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია და მომხმარებლის უფლებები იხილეთ აქ.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას