Moirge AI პერსონალურ მონაცემთა გაზიარება
კომპანია შპს „თრეიდლაინ“-ის (ს/კ: 203827449, შემდგომში „კომპანია“) „მოირგე დრესაპი“-ს სერვისის გამოყენებისთვის, საჭიროა მომხმარებელმა ვებგვერდზე ატვირთოს საკუთარი ფოტო, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით ხორციელდება მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტოს ანალიზი www.dressup.ge-ზე არჩეულ პროდუქციის ვირტუალური მორგების სიმულაციისთვის.
„მოირგე დრესაპზე“ ფოტოს ატვირთვის შემთხვევაში, მომხმარებლის ბიომეტრიული მონაცემები (ფოტო-სურათი და მასზე არსებული გამოსახულება) დამუშავდება მხოლოდ მიმდინარე სესიის განმავლობაში მანამ, სანამ მომხმარებელი არ დაასრულებს სესიას (არ ჩახურავს ვებგვერდს). მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტო-სურათი არ გამოიყენება სხვა მიზნებისთვის, რაც არ არის მითითებული წინამდებარე დოკუმენტში, არ ინახება კომპანიის სერვერზე, იშლება სესიის დასრულებისთანავე და არ ხდება ფოტოების და „მოირგე დრესაპი“-ს ისტორიის არქივაცია.
„მოირგე დრესაპი“-ს ფუნქციონალი იყენებს მესამე მხარის, Google-ის ფასიან სერვისს და ამ ფუნქციონალის გამოყენების დროს, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მომხმარებლის ფოტო დამუშავდება Gemini API-ის მიერ იმის დასადასტურებლად, რომ მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტო გამოსახულება არ არღვევს Google-ის პოლიტიკის რომელიმე წესს (ლინკი: “აკრძალული გამოყენების პოლიტიკის”). შემოწმების შემდგომ, Google-ი შლის მომხმარებლის მიერ ატვირთულ გამოსახულებას და აღარ ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შენახვას და დამუშავებას, ასევე არ ხდება ფოტოების არქივაცია.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საკონტაქტო ინფორმაცია და მომხმარებლის უფლებები იხილეთ აქ.