პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანია გაცნობოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს „თრეიდლაინ“-ი (ცნობილი, როგორც Dressup Group) (ს/კ: 203827449, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის N19, ოფისი N29, საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 032 2 38 48 68; ელ. ფოსტა: [email protected], პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: თამუნა ქემერტელიძე, ტელ: +995 32 2 38 48 98 (0203), ელ. ფოსტა: [email protected]) (ასევე მოხსენიებული, როგორც კომპანია) www.dressup.ge-ის ვებგვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემებს და როგორ უზრუნველყოფს მათი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვას.

შპს „თრეიდლაინ“-ი ამუშავებს www.dressup.ge-ზე რეგისტრირებული მომხმარებლების შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი მისამართი, შესყიდვის ისტორია, შესყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდის ოპერაციები. 

აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია  მომხმარებლის მიერ www.dressup.ge-ზე განხორციელებული შეკვეთების მიღება, დამუშავება, საკურიერო სერვისის გამოყენებით შეკვეთილი პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარება ან/და უკან დაბრუნება, გადახდების და თანხის უკან დაბრუნების (მათ შორის, ნაწილობრივი უკუგატარების) დამუშავება, მომსახურების გაწევისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მასალების მომხმარებლისთვის მიწოდება, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების ან/და რეპორტების მომზადება, “Dressup” ბარათის ლოიალური ქულების დაგროვება (მომხმარებლის მიერ ბარათის ქონის შემთხვევაში), www.dressup.ge-ის და ამ უკანასკნელის მომხმარებლების წინააღმდეგ ჩადენილი თაღლითობისა და შესაძლო დანაშაულების ჩადენის აღმოჩენა და გამოძიება, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. გასათვალისწინებელია, რომ ვებგვერდზე “Dressup” ლოიალური ბარათის ატვირთვის გარეშე მომხმარებელი ვერ ისარგებლებს ლოიალური ბარათით გათვალისწინებული ბენეფიტებით, მათ შორის, ვერ დააგროვებს ლოიალურ ქულებს.

შპს „თრეიდლაინ“-ი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში იყენებს მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, და შესაძლებელია დასჭირდეს მათთვის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, ესენია:

  • გადახდის პლატფორმა და გადახდის მომსახურების მიმწოდებლები (შესაბამისი ბანკები) რათა თანხა ჩამოიჭრას მომხმარებლის ანგარიშიდან;
  • საკურიერო მომსახურების პროვაიდერები - რათა უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებლისთვის შეკვეთილი პროდუქციის დროულად ჩაბარება/გაცვლა/დაბრუნება:
  1. შპს ქვიქშიპერი - (ს/კ: 405547877; ტელ.: 032 2 502 502; ელ. ფოსტა: [email protected]); 
  2. შპს "გლოვოაფფ ჯორჯია"  - (ს/კ: 402099475; ელ. ფოსტა: [email protected]);
  3. Wolt Georgia LLC – (ს/კ: 405260042; ელ. ფოსტა: [email protected]);
  4. შპს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები" – (ს/კ: 204885810; ტელ.: 032 291 02 20; ელ. ფოსტა: [email protected]).
  • Sms და E-mail მომსახურების პროვაიდერი - შპს "ვიფიშერი" (400147337; ტელ: +995 598185556) რათა მომხმარებლებს მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია მათი შეკვეთების მიმდინარე პროცესების შესახებ;
  • თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები.

ამასთან, დამუშავება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც საჭიროა მიზნის მისაღწევად.  მომხმარებლის პერსონალური  ინფორმაციის   გადაცემა  მესამე  პირებზე,   კერძოდ, სახელმწიფო, მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებზე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გადაცემული იქნას კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც, კანონიერი ინტერესების დასაცავად. 

დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა ჩამონათვალი შესაძლებელია დაექვემდებაროს განახლებას, რომელიც მყისიერად აისახება წინამდებარე პოლიტიკაში. მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკა ხელმისაწვდომი არის www.dressup.ge-ზე.

შპს „თრეიდლაინ“-ი ვებგვერდის მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის და გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით იყენებს „მზა ჩანაწერებს“ (cookies-ის). „მზა ჩანაწერების“ საშუალებით კომპანია უზრუნველყოფს ვიზიტორებისთვის ვებგვერდით სარგებლობის გაადვილებას და მისი ფუნქციონირების ხარისხის გაუმჯობესებას. „მზა ჩანაწერები“ წარმოადგენს მცირე ზომის ფაილებს, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება მომხმარებელთა მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევიან იმავე მისამართს.

შპს „თრეიდლაინ“-ის მხრიდან მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაცული იყოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირების, უკანონო განადგურების ან შემთხვევითი დაკარგვისგან. ყველა მონაცემი დაცულია უსაფრთხოების დონით, რაც საშუალებას აძლევს ხელი შეუწყოს მონაცემთა მთლიანობას და კონფიდენციალობას. მკაცრად კონტროლდება პერსონალური მონაცემებზე წვდომა და მხოლოდ ავტორიზებული პერსონალს აქვს დაშვება მომხმარებელთა მონაცემებზე, რასაც მინიმუმამდე დაყავს შესაძლო რისკები. კომპანია ახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები არ იქნება გამჟღავნებული მესამე პირებისთვის მომხმარებლის წინასწარი ნებართვის გარეშე.  

შპს „თრეიდლაინ“-ი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის რაიმე ზარალზე, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული/მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც მომხმარებელი იღებს სერვისებს.

მომხმარებელი უფლებამოსილია, მოთხოვნის შემთხვევაში, შპს „თრეიდლაინ“-ისგან მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცემთა დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე. მომხმარებელი უფლებამოსილია გაეცნოს მათ, უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები (გარდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოითხოვოს მონაცემთა გასწორება/განახლება, მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობა ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე, მონაცემთა დამუშავების ან/და პროფაილინგის შეწყვეტა, მონაცემთა წაშლა ან/და განადგურება, მონაცემთა დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა ან/და არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს. მომხმარებელი უფლებამოსილია, აღნიშნულ უფლებათა დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ შპს „თრეიდლაინ“-ი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც მომხმარებელს შესაძლოა შეეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდების, გაცნობისა და ასლის გაცემის, გასწორების, განახლების ან/და შევსების, გადატანის უფლება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის პროფაილინგის და ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების) შეწყვეტის, განადგურების, დაბლოკვის ან/და წაშლის, თანხმობის გამოხმობის უფლებით სარგებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სახელშეკრულებო ურთიერთობის/მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე.

მომხმარებელი პასუხისმგებელია www.dressup.ge-ზე კომპანიისთვის მოწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სიზუსტეზე. მომხმარებელი ვალდებულია დააკორექტიროს კომპანიისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები, თუ განხორციელდა მათი ცვლილება. კომპანია პასუხს არ აგებს ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა ცვლილებებით, თუ აღნიშნულის შესახებ არ ეცნობა კომპანიას ვებგვერდზე განახლებული პერსონალური მონაცემების განთავსების გზით.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შპს „თრეიდლაინ“-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა და ე.წ. „ექაუნთის“ გაუქმება ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე. ამისათვის მან უნდა მიმართოს კომპანიის ოფიციალურ ჩათს შემდეგ ლინკზე: https://www.facebook.com/DressupGroup/?locale=ka_GE

https://www.facebook.com/www.Dressup.ge/. აღნიშნული ლინკი მოცემულია www.dressup.ge-ზე, გვერდის ბოლოს, ინფორმაციული გრაფების თავზე სოციალური ქსელი Facebook-ის “F” აიქონის სახით. 

შპს „თრეიდლაინ“-ი ვალდებულია დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

  1. არსებობს მონაცემთა დამუშავების საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
  2. მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
  3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად

შპს „თრეიდლაინ“-ი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მომხმარებლის მიერ ე.წ. „ექაუნთის“ შექმნიდან მთელი პერიოდის განმავლობაში და ე.წ. „ექაუნთის“ გაუქმების შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მომხარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან - შესაბამისი დავის დასრულებამდე.

წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე მომხმარებლის თანხმობა სავალდებულია www.dressup.ge-ზე რეგისტრაციისას. თანხმობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელს საიტზე ექნება შეზღუდული წვდომა, კერძოდ, ვერ გაივლის საიტზე რეგისტრაციას, ვერ შექმნის ე.წ. „პირად ანგარიშს“ და ვერ შეიძენს საიტიდან პროდუქციას, თუმცა მომხმარებელი უფლებამოსილი რჩება,  www.dressup.ge-ზე დაათვალიეროს პროდუქცია, ნახოს ამა თუ იმ პროდუქციის რა ზომები არის ხელმისაწვდომი და რომელ ფილიალებში. 

წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად. შპს „თრეიდლაინ“-ი უფლებამოსილია ასეთი ცვლილება განახორციელოს ცალმხრივად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ აისახება www.dressup.ge-ზე. დამატებით, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ მომხმარებლებს SMS სახით ეცნობებათ ცვლილების შესახებ.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აქტიური ქმედებით თანხმობას განუცხადებს კომპანიას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების თაობაზე, შპს „თრეიდლაინ“-ი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დაამუშავებს მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს: ტელეფონის ნომერი ან/და ელ. ფოსტა.

მარკეტინგული შეთავაზებების დაგზავნის მიზნით, კომპანიასთან ურთიერთობაში მყოფი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი არის: 

  1. შპს „ვიფიშერი“ (ს/კ: 400147337), ტელ: +995 598185556 - მარკეტინგული შეტყობინებების დაგზავნის მიზნით.

მომხმარებელი უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობა ნებისმიერ დროს უკან გამოიხმოს https://dressup.ge-ზე ე.წ. პირადი ანგარიშიდან (სადაც თანხმობას აცხადებს) შესაბამისი ღილაკის მონიშვნით, Facebook-ზე ოფიციალურ მომხმარებელთა მხარდაჭერის ჩათში მოწერით (ლინკი: https://www.facebook.com/www.Dressup.ge/) ან შეტყობინების მიღებისას SMS OFF (SMS შეტყობინებებზე) ან/და UNSUBSCRIBE-ის (ელ. ფოსტით მიღებულ მარკეტინგულ შეთავაზებებზე) ფუნქციის გამოყენებით. 

თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელების ზემოთ მითითებული ნებისმიერი ფორმა/წესი არის უფასო.

მომხმარებლის ტელეფონის ნომრის ან/და ელ. ფოსტის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის მიერ თანხმობის განცხადებიდან მთელ პერიოდში მანამ, სანამ მომხმარებელი თანხმობას არ გამოიხმობს. 

კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხმობის ფაქტის დაფიქსირებისას, კომპანია შეწყვიტავს მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შეტყობინებათა დაგზავნის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ გულისხმობს, რომ მომხმარებელს არ მიუვა საინფორმაციო სახის შეტყობინებები მის მიმდინარე შეკვეთის სტატუსთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

Product added to wishlist