სტუმრების მიღება და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება ყოველთვის უფრო სასიამოვნოა, როცა მომზადებას მაქსიმალურად ცოტა დრო და ძალისხმევა სჭირდება. სასადილო სივრცის ლამაზი და ესთეტიკური დეტალებით გამდიდრება ძალიან მარტივია, როცა სიტუაციის შესაბამისი აქსესუარები უკვე ხელთ გაქვს.

მაგალითად, სასმელის სერვირებისთვის ისიც კი საკმარისია, რომ ორიგინალი ბოთლიდან ესთეტურად მიმზიდველ დოქში ან დეკანტერში გადაიტანო. მსგავსი სახით სტუმრებისთვის მირთმევა ყველა სასმელს ელეგანტურ, დახვეწილ ელფერს სძენს ისე, რომ შენ მაქსიმუმ 5 წუთის დახარჯვა თუ დაგჭირდეს. ხოლო ონლაინ მაღაზია Dressup.ge უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებული დეკანტერებისა და დოქების მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენთან აღმოაჩენ ისეთი ევროპული ბრენდების ავთენტურ პროდუქციას, როგორც Atmosphera, Madam Stoltz, Koopman და Gentlemen's Hardware. შენი სტუმრები უცებ შეამჩნევენ როცა სასმელს მსგავსი ჭურჭლით მიართმევ და პოზიტიური შთაბეჭდილებაც კიდევ დიდი ხანი არ დაავიწყდებათ.

შეიძინე ხარისხიანი და ტრენდული დოქი & დეკანტერი ონლაინ

წყლისა თუ სხვა გრილი სასმელების მაგიდაზე ჩამოსადგმელად კლასიკური მინის დოქი ყველაზე მოხერხებული ვარიანტია. ხოლო თუ დოქს პარალელურად დეკორის ფუნქციაც უნდა ჰქონდეს და თან უფრო ვინტაჟურ ესთეტიკაში ჯდებოდეს, მაშინ თიხის დოქი საუკეთესო არჩევანია.  განსაკუთრებული საღამოებისთვის კი, როდესაც სასმელის არომატი სწორად გაიხსნას უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალოდ ვიზუალი, სპეციალური ღვინის დოქი ან ვისკის დეკანტერი დაგჭირდება. ეს ჭურჭელი სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ სასმელი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და მისი გემოს მთავარ მახასიათებლებს გაუსვას ხაზი. ამ დეტალებისადმი ყურადღება შენს მასპინძლობას ბევრად უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

სასმელის ესთეტიკური სერვირებისთვის სასურველია დოქთან ერთად გამოიყენო შესაბამისი დიზაინის ჭიქებიც. ძალიან პრაქტიკულია და, ამავდროულად, ვიზუალურად ეფექტური სხვადასხვა სასმლისთვის ერთიანი კომპლექტაციის შექმნა. მაგალითად, ვისკის დეკანტერი ჭიქებით ერთიან, დაბალანსებულ სტილს ქმნის - აუცილებელი არაა დეკანტერი და ჭიქები სრულად ერთმანეთის იდენტური იყოს, მაგრამ საერთო დეტალები ვიზუალურად სურათს შეკრავს. სტუმრებისთვის სასმელის კომფორტულად მირთმევაში კი დახვეწილი ლანგარი დაგეხმარება. იმისთვის, რომ სტუმრებს ყოველთვის ეფექტურად დახვდე, გაიცანი ჩვენი ჭურჭლისა & სამზარეულოს კოლექცია, სადაც შენი სასადილო სივრცის სრულყოფილად მოსაწყობად კიდევ უამრავ საინტერესო დეტალს აღმოაჩენ.

ჩვენს ვებსაიტზე შოპინგის პროცესი ისეა აწყობილი, რომ მაქსიმალურად ცოტა დრო და ძალისხმევა დაგჭირდეს იმ სტილის დოქისა თუ დეკანტერის საპოვნელად, რომელიც იდეალურად ჯდება შენი სამზარეულოს თუ სასადილო სივრცის ინტერიერში. სულ 5 წუთიც კი საკმარისი იქნება იმისთვის, შენი სახლი ხარისხიანი და ლამაზი სამზარეულოს აქსესუარებით გაამდიდრო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას